https://sputnik-georgia.com/20211118/kalaze-saakasvili-aris-rigiti-patimari-262172350.html
კალაძე: სააკაშვილი არის რიგითი პატიმარი
კალაძე: სააკაშვილი არის რიგითი პატიმარი
Sputnik საქართველო
თბილისის მერის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩაითვალოს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი განსაკუთრებულ... 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T11:33+0400
2021-11-18T11:33+0400
2021-11-18T15:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260192008_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_601b70facc90894fc146b63f9e75e4e5.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარია და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩაითვალოს ის განსაკუთრებულ პატიმრად.კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლოს წარმოადგენს, განსაკუთრებული პატიმარია და განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და ყურადღებას მოითხოვს.ზურაბიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს>>ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების რისკის მიზეზით ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვენ.თბილისის მერმა ჟურნალისტებთან ასევე სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ციხის კლინიკაში ეტაპირების კადრების შესახებაც ისაუბრა, რომელიც 11 ნოემბერს საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.მმართველი პარტია სააკაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა და „დაასვენოს ქვეყანა">>კალაძის განცხადებით, სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და ისინი იძულებული გახდნენ ასეთი ფორმებით გადაეყვანათ ის ციხის კლინიკაში.მერის თქმით, აღნიშნული კადრების გავრცელებას პირველ რიგში ჟურნალისტები და მისი უფლებადამცველები ითხოვდნენ და პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები მხოლოდ მათი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოაქვეყნა.ციხის კლინიკაში სააკაშვილის ეტაპირების კადრებზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ისინი შეისწავლიან სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტებს და ვიდეოკადრების გასაჯაროების კანონიერებას.სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.
https://sputnik-georgia.com/20211117/---------262160243.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260192008_36:0:1173:853_1920x0_80_0_0_a64427606b761e1694c9b842a7b6c73e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, პოლიტიკა საქართველოში
კალაძე: სააკაშვილი არის რიგითი პატიმარი
11:33 18.11.2021 (განახლებულია: 15:09 18.11.2021) თბილისის მერის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩაითვალოს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი განსაკუთრებულ პატიმრად.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარია და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩაითვალოს ის განსაკუთრებულ პატიმრად.
კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლოს წარმოადგენს, განსაკუთრებული პატიმარია და განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და ყურადღებას მოითხოვს.
ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების რისკის მიზეზით ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვენ.
„პირველად გავიგე, ასეთი რამ თუ არსებობდა. პატიმარი არის პატიმარი, ის არის ადამიანი, ვინც დანაშაულს სჩადის. ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მისჯილი“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ჟურნალისტებთან ასევე სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ციხის კლინიკაში ეტაპირების კადრების შესახებაც ისაუბრა, რომელიც 11 ნოემბერს საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
კალაძის განცხადებით, სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და ისინი იძულებული გახდნენ ასეთი ფორმებით გადაეყვანათ ის ციხის კლინიკაში.
მერის თქმით, აღნიშნული კადრების გავრცელებას პირველ რიგში ჟურნალისტები და მისი უფლებადამცველები ითხოვდნენ და პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები მხოლოდ მათი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოაქვეყნა.
ციხის კლინიკაში სააკაშვილის ეტაპირების კადრებზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ისინი შეისწავლიან სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტებს და ვიდეოკადრების გასაჯაროების კანონიერებას.
სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.