https://sputnik-georgia.com/20211117/---------262160243.html
საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის კადრების გავრცელება
საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის კადრების გავრცელება
Sputnik საქართველო
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს თავის წინამორბედს. 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T18:29+0400
2021-11-17T18:29+0400
2021-11-17T22:47+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128772_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_ed33d2c3234e26461aa67b98787e6eb1.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ოთხშაბათს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს თავის წინამორბედს – პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც სააკაშვილმა შექმნა.მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი „განსაკუთრებულ პატიმრად“ უნდა აღიქმებოდეს.„კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა მთავრობას, დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ღირსება.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გასულ კვირაში სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების ორი ეპიზოდი გაავრცელა. ერთზე ჩანს, რომ ის ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და შეიყვანეს ციხის საავადმყოფოში, მეორეზე – როგორ აცხადებს უარს კლინიკაში შესვლაზე სააკაშვილი და ეწინააღმდეგება ბადრაგს.ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების რისკის მიზეზით ექს-პრეზიდენტი გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. თავად პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვდნენ.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128772_223:0:2356:1600_1920x0_80_0_0_01230d7fd039b86192a70d05e07681ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის კადრების გავრცელება
18:29 17.11.2021 (განახლებულია: 22:47 17.11.2021) სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს თავის წინამორბედს.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ოთხშაბათს საგანგებო ბრიფინგზე
განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს თავის წინამორბედს – პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც სააკაშვილმა შექმნა.
„დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი „განსაკუთრებულ პატიმრად“ უნდა აღიქმებოდეს.
„კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა მთავრობას, დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ღირსება.
„დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გასულ კვირაში სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების ორი ეპიზოდი გაავრცელა. ერთზე ჩანს, რომ ის ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და შეიყვანეს ციხის საავადმყოფოში, მეორეზე – როგორ აცხადებს უარს კლინიკაში შესვლაზე სააკაშვილი და ეწინააღმდეგება ბადრაგს.
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების რისკის მიზეზით ექს-პრეზიდენტი გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. თავად პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვდნენ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.