ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ფასები განსაკუთრებულ კონტროლზე აჰყავს

© Facebook / Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია
ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა კანონპროექტი ფარმაკოლოგიურ ბაზარზე ფასების რეგულირების შესახებ.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში წამლებზე ფასების რეგულირებისა და მათი ხარისხის საკანონმდებლო დონეზე კონტროლის შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანდაცვის საკითხების კომიტეტის წევრები, ასევე ჯანმოს რეგიონული დირექტორი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, წამლების ფასები მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს და სამინისტრო ამ პრობლემის გადასაწყვეტად აქტიურად მუშაობს.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
„მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია" – პრემიერი ფარმაცევტულ ბაზარზე
„გავიტანთ (პარლამენტში) იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე – როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასების მიმართულებით ჯანდაცვის უწყება 2019 წლიდან მუშაობს. კერძოდ, სამინისტრომ მიმართა კონკურენციის სააგენტოს თხოვნით, შეემუშავებინა რეკომენდაციები, რომლებიც ბაზარზე სიტუაციას შეცვლის. სააგენტომ შეისწავლა საკითხი და საკუთარი წინადადებები ცოტა ხნის წინ წარმოადგინა.
შეხვედრაზე წამლების ფასების რეგულირების მიზნით კონკრეტული ინიციატივების დასამუშავებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მათ საბოლოო საკანონმდებლო სახეს მისცემს.
როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, სააგენტოს მიერ მომზადებული 11 რეკომენდაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს მომხმარებლის ხარჯებს წამლებზე.
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
წამლების ფასები გადაიხედება – პრემიერი
„ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დარგის ექსპერტებთან, დაინტერესებულ პირებთან, ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან, დარგის მარეგულირებელთან ერთად განვიხილოთ, ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რათა წარმოდგენილი რეკომენდაციები შესაბამისად აისახოს საკანონმდებლო ცვლილებებში“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, წამლებზე ფასების რეგულირების კანონმდებლობის ნაწილზე მუშაობა უკვე ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.

„ჩვენ მოვახდინეთ არსებული საკანონმდებლო ბაზის რევიზია, რომელიც ამ მიმართულებას არეგულირებს. ეს კანონმდებლობა არის 2009 წელს მიღებული და მოძველებული. ამიტომ ჩვენ როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც იქნება უფრო მეტად დახვეწილი და ის უზრუნველყოფს, რომ ამ სექტორში ბაზარი იყოს დარეგულირებული“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გადახედვის საკითხი რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააყენა. მან შესაბამის უწყებებს წამლების ფასების რეგულირების კუთხით საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება დაავალა.
ყველა ახალი ამბავი
0