https://sputnik-georgia.com/20211112/raribasvili-medikamentebis-fasebze-262014099.html
„მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია" – პრემიერი ფარმაცევტულ ბაზარზე
„მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია" – პრემიერი ფარმაცევტულ ბაზარზე
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებს ეძებს. 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T13:29+0400
2021-11-12T13:29+0400
2021-11-12T19:29+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260143384_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_25ee714e7aa92a75c6f4808d8e4765b4.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მედიკამენტებზე ფასები ძალიან მაღალია და ხელისუფლება ვალდებულია, დროული რეაგირება მოახდინოს ამაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.პრემიერმა ეს განცხადება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პარასკევს გაიმართა. ღარიბაშვილმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა ის ზომები, რომლებიც პრეპარატებზე მაღალი ფასების პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებლად არის მისაღები.საბჭოს სხდომის ფარგლებში განიხილეს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ გააცნო.შუალედური ანგარიში ფარმაცევტული ბაზრის შესახებ შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ითვალისწინებს კონკურენციის გაძლიერებას ფარმაცევტულ ბაზარზე.უფრო ადრე ლექვინაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა შორისაა ელექტრონული რეცეპტების სისტემის შემოღება და წამლებზე ფასების რეგულირება. ის მიიჩნევს, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში საბოლოოდ ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რაც შესაბამისად უნდა აისახოს მედიკამენტების ღირებულებაზე.
https://sputnik-georgia.com/20211109/konkurenciis-saagento-saqartvelos-farmacevtuli-bazris-reformis-momxrea-261931638.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260143384_25:0:1085:795_1920x0_80_0_0_3f9e0dcea1eed9ccdc63bf7ab22210ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ჯანდაცვა საქართველოში
„მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია" – პრემიერი ფარმაცევტულ ბაზარზე
13:29 12.11.2021 (განახლებულია: 19:29 12.11.2021) საქართველოს მთავრობა მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებს ეძებს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მედიკამენტებზე ფასები ძალიან მაღალია და ხელისუფლება ვალდებულია, დროული რეაგირება მოახდინოს ამაზე,
განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ეს განცხადება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პარასკევს გაიმართა. ღარიბაშვილმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა ის ზომები, რომლებიც პრეპარატებზე მაღალი ფასების პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებლად არის მისაღები.
„უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და მოქმედება", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საბჭოს სხდომის ფარგლებში განიხილეს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ გააცნო.
შუალედური ანგარიში ფარმაცევტული ბაზრის შესახებ შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ითვალისწინებს კონკურენციის გაძლიერებას ფარმაცევტულ ბაზარზე.
უფრო ადრე ლექვინაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა შორისაა ელექტრონული რეცეპტების სისტემის შემოღება და წამლებზე ფასების რეგულირება. ის მიიჩნევს, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში საბოლოოდ ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რაც შესაბამისად უნდა აისახოს მედიკამენტების ღირებულებაზე.