https://sputnik-georgia.com/20211109/konkurenciis-saagento-saqartvelos-farmacevtuli-bazris-reformis-momxrea-261931638.html
კონკურენციის სააგენტო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის მომხრეა
კონკურენციის სააგენტო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის მომხრეა
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტული სექტორის მსხვილ წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებას აპირებს რეფორმების გასატარებლად. 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T22:05+0400
2021-11-09T22:05+0400
2021-11-09T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სოციალური სფერო საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_8b38db94591f038a513740fd396c3bf0.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორისაა ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. იუწყება მთავრობის პრესსამსახური.შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილეს.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წამლების ფასები მოსახლეობას ძალიან აწუხებს და საზოგადოებაში არსებობს კითხვები, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის შესწავლა და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით დაიწყება შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს უპასუხოდ.„დავიწყოთ დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან, ძირითად მოთამაშეებთან. ასევე, ვაპირებ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ საკითხის დარეგულირების მიზნით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას.
https://sputnik-georgia.com/20210802/wamlebis-fasebi-gadaixedeba-252485036.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_c560c70828d20e11f4ad2e14e89a8a62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში
კონკურენციის სააგენტო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის მომხრეა
პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტული სექტორის მსხვილ წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებას აპირებს რეფორმების გასატარებლად.
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორისაა ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. იუწყება მთავრობის
პრესსამსახური.
შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილეს.
„საბოლოო ჯამში, მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მეტად კონკურენტუნარიანს გახდის აღნიშნულ ბაზარს, რაც შესაბამისად, გარკვეულ პერიოდში უნდა აისახოს მედიკამენტების ფასებზე. აქ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს მეტად ინფორმირებული არჩევანი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წამლების ფასები მოსახლეობას ძალიან აწუხებს და საზოგადოებაში არსებობს კითხვები, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის შესწავლა და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნით დაიწყება შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს უპასუხოდ.
„დავიწყოთ დიალოგი ამ დარგის წარმომადგენლებთან, ძირითად მოთამაშეებთან. ასევე, ვაპირებ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ საკითხის დარეგულირების მიზნით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას.