https://sputnik-georgia.com/20210802/wamlebis-fasebi-gadaixedeba-252485036.html
წამლების ფასები გადაიხედება – პრემიერი
წამლების ფასები გადაიხედება – პრემიერი
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სამკურნალო პრეპარატებზე ფასები მართლაც ძალიან მაღალია და მან პირობა დადო, რომ სერიოზულად შეისწავლიან საქართველოს ფარმაკოლოგიურ... 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T15:17+0400
2021-08-02T15:17+0400
2021-10-19T18:02+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/49/234164982_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_57ab320e3851d78ef7389eec31504570.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. წამლების ფასები საქართველოში ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.მთავრობის მეთაურის თქმით, საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის კეთილდღეობას.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე ფასები 32,15%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა ფასები გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო წამლებზე, თერმომეტრებზე, ტონომეტრებზე და ა.შ. ფასებმა მკვეთრად მოიმატა ვიტამინებზეც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში დიდი მოთხოვნაა.პრემიერის განცხადებით, ის ესაუბრა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს და სააგენტო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარმოადგენს.
https://sputnik-georgia.com/20210728/ekaterine-tikaraZe-Tu-klinikam-kovidpacients-wamlis-yidva-mosTxova-252446691.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/49/234164982_76:0:1409:1000_1920x0_80_0_0_75f3b68d8407d9c3208b1a656d2e2853.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველო
წამლების ფასები გადაიხედება – პრემიერი
15:17 02.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სამკურნალო პრეპარატებზე ფასები მართლაც ძალიან მაღალია და მან პირობა დადო, რომ სერიოზულად შეისწავლიან საქართველოს ფარმაკოლოგიურ ბაზარზე წამლების ფასწარმოქმნის საკითხს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. წამლების ფასები საქართველოში ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„ჩვენს მოსახლეობას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია აწუხებს. ქვეყანაში წამლების ფასები ძალიანაა გაზრდილი... არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის კეთილდღეობას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე ფასები 32,15%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა ფასები გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო წამლებზე, თერმომეტრებზე, ტონომეტრებზე და ა.შ. ფასებმა მკვეთრად მოიმატა ვიტამინებზეც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში დიდი მოთხოვნაა.
პრემიერის განცხადებით, ის ესაუბრა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს და სააგენტო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარმოადგენს.