თუ კლინიკა კოვიდპაციენტს მედიკამენტის ყიდვას მოსთხოვს: მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს

© photo: Sputnikეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ტიკარაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ  ქვეყანაში კოვიდპაციენტების მკურნალობა უფასოა და  ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, სოციალურ ქსელ Facebook-ში საჯაროდ მონიშნონ ის კლინიკა, რომელიც კოვიდპაციენტის ოჯახს საჭირო მედიკამენტების ყიდვას მოსთხოვს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში კოვიდპაციენტისთვის საჭირო ყველა მომსახურებასა და პრეპარტს, მიუხედავად ღირებულებისა, სახელმწიფო ანაზღაურებს.
პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
„ყველას ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ, როცა ისინი აფიქსირებენ, რომ პაციენტის პატრონი მიდის, რათა 5 ათასი ლარი პრეპარატში გადაიხადოს, რომელიც კლინიკას უნდა შეეკვეთა, Facebook-პოსტში მონიშნონ ის კლინიკა, სადაც ეს ფაქტი მოხდა და რეგულირების სააგენტო მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
რამდენიმე დღის წინ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოვიდპაციენტის გადასარჩენად ერთ-ერთმა კლინიკამ პაციენტის ოჯახს მოსთხოვა მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ შეძენა, რომლის ფასი 5 ათასი ლარია. 
აშშ–ის პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველომ (FDA) ამ პრეპარატის საგანგებოდ გამოყენების ნებართვა გასცა COVID-19–ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ ადამიანებზე. როგორც კვლევებმა აჩვენა, ტოცილიზუმაბი ეფექტურია კორონავირუსის მძიმე შემთხვევების დროს.
ყველა ახალი ამბავი
0