https://sputnik-georgia.com/20210728/jandacvis-saministro-sagangebo-rejimshi-mushaobs-252443492.html
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
Sputnik საქართველო
საქართველოში იმდენად რთული ეპიდვითარებაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეების ჯგუფების შექმნაზე და საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე ფიქრობს. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T14:37+0400
2021-07-28T14:37+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249559526_0:90:3322:1959_1920x0_80_0_0_d33ea50c69c4f3c55eb1e3c1635defcc.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყოველდღიურად 300-მდე საწოლის დამატება უწევს, რათა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.„მიმდინარეობს საწოლების აქტიური მობილიზაცია, ქვეყანაში რესურსი არის და მზადება ამ მიმართულებით გრძელდება. ჩვენ ყოველდღიურად 300-მდე საწოლს ვამატებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს დავალებული აქვს სასტუმროების მობილიზაცია, რათა პაციენტების ნაკადის ადეკვატური მართვა შესაძლებელი გახდეს. ასევე მობილიზებულია ონლაინ-კლინიკაც, რომელიც დაახლოებით 20 ათას ინფიცირებულს მართავს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.„ყველა ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემას, ჩართულია და მოქმედებს. გამოცხადებულია მაღალი დონის მობილიზაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში შეწყვეტილია გეგმური ოპერაციები. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს მოხალისეთა ჯგუფების შექმნაც.მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია – დამატებითი დახმარებაა.„მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არაა, ვინაიდან ის ინფიცირებას არ გამორიცხავს. ჩვენ ვაკვირდებით ბევრ ქვეყანას, რომლებმაც ვაქცინაციის მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა ინფექციის გავრცელება მაინც ხდება... ყველაზე ეფექტური მართვა საზოგადოების თვითორგანიზებაა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შეიძლება საველე ჰოსპიტლების გახსნა მოუწიოს.ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. გასულ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობა 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210728/specialistebi-qveyanashi-sheqmnil-vitarebas-sagangashos-uwodeben-252442892.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249559526_296:0:3027:2048_1920x0_80_0_0_fea142fd63653e25ad64f9455fa5a9c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
14:37 28.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში იმდენად რთული ეპიდვითარებაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეების ჯგუფების შექმნაზე და საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე ფიქრობს.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყოველდღიურად 300-მდე საწოლის დამატება უწევს, რათა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
„მიმდინარეობს საწოლების აქტიური მობილიზაცია, ქვეყანაში რესურსი არის და მზადება ამ მიმართულებით გრძელდება. ჩვენ ყოველდღიურად 300-მდე საწოლს ვამატებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს დავალებული აქვს სასტუმროების მობილიზაცია, რათა პაციენტების ნაკადის ადეკვატური მართვა შესაძლებელი გახდეს. ასევე მობილიზებულია ონლაინ-კლინიკაც, რომელიც დაახლოებით 20 ათას ინფიცირებულს მართავს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.
„ყველა ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემას, ჩართულია და მოქმედებს. გამოცხადებულია მაღალი დონის მობილიზაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში შეწყვეტილია გეგმური ოპერაციები. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს მოხალისეთა ჯგუფების შექმნაც.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია – დამატებითი დახმარებაა.
„მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არაა, ვინაიდან ის ინფიცირებას არ გამორიცხავს. ჩვენ ვაკვირდებით ბევრ ქვეყანას, რომლებმაც ვაქცინაციის მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა ინფექციის გავრცელება მაინც ხდება... ყველაზე ეფექტური მართვა საზოგადოების თვითორგანიზებაა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შეიძლება საველე ჰოსპიტლების გახსნა მოუწიოს.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. გასულ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობა 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია.