„კატასტროფული მდგომარეობაა“ – სპეციალისტები ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე

© photo: Sputnikბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. იზრდება „დელტა" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი საკმაოდ სწრაფად იზრდება, კრიტიკულ ზღვარზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, შექმნილი მდგომარეობის ფონზე, სავარაუდოდ, ე.წ. ლოკდაუნის საჭიროება დადგება, ასე აფასებენ სპეციალისტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. გასულ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობა 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ვაქცინაცია სოფლებში - პრემიერის ინიციატივა
„ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობას კატასტროფულს დავარქმევდი. თუ დღიური ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდა,  ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.  აუცილებელია საზოგადოებამ გააცნობიეროს არსებული მძიმე მდგომარეობა და თავი შეიკავოს სხვადსხვა ტიპის ღონისძიებების, თუნდაც მიტინგების გამართვისგან,“ - განაცხადა  ,,თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ.  
არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობა  შეზღუდვების შემოღებაზე უარს აცხადებს და სიტუაციიდან გამოსვლის გზად მასობრივ ვაქცინაციას და არსებული კოვიდ-რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას ასახელებს.
გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი კი ვარაუდობს, რომ  უახლოეს კვირებში სამედიცინო ცენტრების გადატვირთვა მოხდება. 
„ორ–სამ კვირაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს და კიდევ უფრო გართულდება ინფექციის მართვა. სამწუხაროდ, საჭიროება დადგება იმისა, რომ მოხდეს ჩაკეტვა,“ - განაცხადა ჩოკოშვილმა. 
დღეისთვის საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის 7 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მათგან 5,5 ათასი დაკავებულია. ჯანდაცვის უწყება მინიმუმ 1,5 ათასი საწოლის დამატებას გეგმავს. 
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
ვაქცინაცია საქართველოში: რატომ არ დაუდასტურდა ჯავშანი 5 ათასამდე ადამიანს
ქვეყანაში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით. საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.
ჩოკოშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დომინანტი „დელტა“  შტამია , რადგანაც ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა სწორედ მასზე მოდის. უახლოეს პერიოდში „ინდური“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა  კორონავირუსით დაავადებულთა საერთო შემთხვევების 80-90%-ს მიაღწევს, დასძენს ეპიდემიოლოგი.
სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.
ყველა ახალი ამბავი
0