https://sputnik-georgia.com/20210726/vaqcinacia-soflebSi-premieris-iniciativa-252422501.html
ვაქცინაცია სოფლებში - პრემიერის ინიციატივა
ვაქცინაცია სოფლებში - პრემიერის ინიციატივა
Sputnik საქართველო
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T13:23+0400
2021-07-26T13:23+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411430_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_85e3eb78d03dacee8970b15afb0b2e01.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს აცრის ჩატარების შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.„ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, ჯერ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში და შემდეგ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნონ მეცნიერების შეფასებებს და არა სოციალური ქსელებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 404.339 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 139.756 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210726/garibashvili-morigi-lokdauni-ar-iqneba-252422205.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411430_161:0:1257:822_1920x0_80_0_0_b8d2a883fa1096925ccd15e0eb69538c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვაქცინაცია სოფლებში - პრემიერის ინიციატივა
13:23 26.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს აცრის ჩატარების შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
„ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, ჯერ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში და შემდეგ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნონ მეცნიერების შეფასებებს და არა სოციალური ქსელებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 404.339 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 139.756 ადამიანი.