https://sputnik-georgia.com/20210726/garibashvili-morigi-lokdauni-ar-iqneba-252422205.html
ღარიბაშვილი: ქვეყანაში მორიგი „ლოკდაუნი" არ იქნება
ღარიბაშვილი: ქვეყანაში მორიგი „ლოკდაუნი" არ იქნება
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ... 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T12:56+0400
2021-07-26T12:56+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_31ed4ced83a24b1e5abe1c6f4b71f1a2.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს ქვეყანაში მორიგი „ლოკდაუნის" ან რაიმე სახის სერიოზული შეზღუდვების შემოღებას.მისი თქმით, ქვეყანა მორიგ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს, რადგან მკაცრი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ვრცელდება ე.წ. ინდური შტამი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებში ცირკულირებს. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი აზრით, ეს კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.„ბოლოს დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, მოხდება თუ არა ხელახალი ჩაკეტვა და ასე შემდეგ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის", – განაცხადა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, ამიტომაც აუცილებელია მოქალაქეებმა გამოიჩინონ უფრო მეტი სიფრთხილე და თავი შეიკავონ თავყრილობებისგან. ღარიბაშვილმა მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამში 2 მლნ დოზა ვაქცინაა ხელმისაწვდომი – 1,5 მლნ ჩინური წარმოების ვაქცინები და ნახევარი მლნ Pfizer, რომელიც საქართველოს შეერთებულმა შტატებმა საჩუქრად 23 ივლისს გადმოსცა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ Pfizer-ის 1 მლნ დოზა პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დაუკვეთა, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 404.339 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 139.756 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210726/Pfizer-pirveli-dozit-vaqcinacia-dgeidan-iwyeba-252420443.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_92a2f9ed0cb125ac708f3c07f5202eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ღარიბაშვილი: ქვეყანაში მორიგი „ლოკდაუნი" არ იქნება
12:56 26.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს ქვეყანაში მორიგი „ლოკდაუნის" ან რაიმე სახის სერიოზული შეზღუდვების შემოღებას.
მისი თქმით, ქვეყანა მორიგ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს, რადგან მკაცრი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.
ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ვრცელდება ე.წ. ინდური შტამი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებში ცირკულირებს. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი აზრით, ეს კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
„ბოლოს დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, მოხდება თუ არა ხელახალი ჩაკეტვა და ასე შემდეგ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის", – განაცხადა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, ამიტომაც აუცილებელია მოქალაქეებმა გამოიჩინონ უფრო მეტი სიფრთხილე და თავი შეიკავონ თავყრილობებისგან. ღარიბაშვილმა მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამში 2 მლნ დოზა ვაქცინაა ხელმისაწვდომი – 1,5 მლნ ჩინური წარმოების ვაქცინები და ნახევარი მლნ Pfizer, რომელიც საქართველოს შეერთებულმა შტატებმა საჩუქრად 23 ივლისს გადმოსცა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ Pfizer-ის 1 მლნ დოზა პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დაუკვეთა, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 404.339 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 139.756 ადამიანი.