https://sputnik-georgia.com/20210726/Pfizer-pirveli-dozit-vaqcinacia-dgeidan-iwyeba-252420443.html
Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან იწყება
Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან იწყება
Sputnik საქართველო
აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 23 ივლისს შემოვიდა. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T10:56+0400
2021-07-26T10:56+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252415610_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b9ee41afed2a8cc3303258ddb90232c4.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია 26 ივლისიდან იწყება.Pfizer-ის ვაქცინაზე საქართველოში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ამცრელი ბრიგადებისა და კლინიკების რაოდენობა გაზარდა. საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში 120 ბრიგადა მოემსახურება. ორი კვირის განმავლობაში დღიურად დაახლოებით 8 ათასი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.Pfizer-ის ვაქცინის მორიგ პარტიას ქვეყანა აგვისტოს შუა რიცხვებში ელოდება. ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა ქვეყანამ 23 ივლისს მიიღო.Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.კლინიკების ჩამონათვალი, სადაც Pfizer-ით აცრის გაკეთება იქნება შესაძლებელი, ეტაპობრივად ფართოვდება.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია ჩაიტარა 404.339-მა პირმა, აქედან სრულად, ორი დოზით აცრილია 139.756 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210726/COVID-19-26-ivlisis-monacemebi-252420389.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252415610_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_dd89c5d541dba131b501ba6681aa8315.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან იწყება
10:56 26.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 23 ივლისს შემოვიდა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია 26 ივლისიდან იწყება.
Pfizer-ის ვაქცინაზე საქართველოში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ამცრელი ბრიგადებისა და კლინიკების რაოდენობა გაზარდა.
საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში 120 ბრიგადა მოემსახურება. ორი კვირის განმავლობაში დღიურად დაახლოებით 8 ათასი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.
Pfizer-ის ვაქცინის მორიგ პარტიას ქვეყანა აგვისტოს შუა რიცხვებში ელოდება. ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა ქვეყანამ 23 ივლისს მიიღო.
Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
კლინიკების ჩამონათვალი, სადაც Pfizer-ით აცრის გაკეთება იქნება შესაძლებელი, ეტაპობრივად ფართოვდება.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია ჩაიტარა 404.339-მა პირმა, აქედან სრულად, ორი დოზით აცრილია 139.756 ადამიანი.