ვაქცინაცია საქართველოში: რატომ არ დაუდასტურდა ჯავშანი 5 ათასამდე ადამიანს

© AP Photo / Mary Altafferვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანას აგვისტოში ექნება საშუალება, დღეში აიცრას 25-30 ათასი ადამიანი და Pfizer-ით აცრილი ადამიანების დიდი ჯგუფი შეიქმნას
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. შაბათს, 24 ივლისს Pfizer-ის ვაქცინაზე დღის ბოლომდე სულ დარეგისტრირდა 157 ათასამდე პირი, აქედან ჯავშანი დაუდასტურდა 142.195 ადამიანს, 4.750-ს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
გუშინ 12:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელიც საქართველომ დონაციის გზით ამერიკის მთავრობისგან მიიღო. სულ შემოვიდა 500 ათასი დოზა, რომელიც ჯანმოს მიერ დადგენილი დანაკარგის გათვალისწინებით 230-240 ათასი ადამიანის ორჯერადად ვაქცინაციისთვის არის განკუთვნილი.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
„ექსპერიმენტი“ ჩავარდება: მესამე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეები ვერ აიცრებიან
გაბუნიას თქმით, ჯავშანი არ დაუდასტურდა მათ, ვინც უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა, ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, არ დარეგისტრირდნენ თუ უკვე არიან ორჯერადად აცრილები ან მეორე დოზის მიღება ჯერ არ უწევთ.
„თხოვნა მექნება, რომ მსგავსი ქმედება არ განახორციელონ, რადგან ბუსტერ დოზებს ჩვენი პროგრამა არ ითვალისწინებს და პროგრამული დადასტურება არ მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინისთვის სარეგისტრაციო პორტალზე ადგილები (მათ შორის აღნიშნული 4.750 დოზა) ორი დღის განმავლობაში დაემატება. გაბუნიას თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე, დოზების დამატება უპირატესად იგეგმება თბილისში.
„ჩვენ დღეს, ასევე ხვალაც გამოვაცხადებთ ადგილების დამატებას და შეუძლიათ, კიდევ დარეგისტრირდნენ, ასევე სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება 15 22-ის საშუალებით და კვირის ბოლოსკენ შესაძლებელი იქნება ვირტუალური კაბინეტით ამცრელ ცენტრებში ვაქცინაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.
კარანტინი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
საქართველოში COVID-19-ზე არასრულწლოვანთა ვაქცინაციის წესები განისაზღვრა
 
მისი თქმით, აშშ-დან მიღებული ვაქცინის პარტიიდან დარჩენილია დაახლოებით 90 ათასი დოზა, გარდა ამისა, Pfizer-თან პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველო აგრძელებს დოზების მიღებას.
მისი თქმით, კლინიკები არიან მზად, რომ რვასაათიანი სამუშაო რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე ემატება ახალი კლინიკები, რათა ვაქცინის არსებული დოზები, მაქსიმალურად მოკლე ხანში იქნას ათვისებული.
ვაქცინაციაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად დაემატება კლინიკები და ამცრელი ბრიგადები.
„Pfizer-ის ჯავშნები, რომელიც გუშინ შესრულდა, დაახლოებით ქმნის 7.500-მდე აცრას. ჩვენი მიზანია ამ რაოდენობის გაზრდა და გვინდა ავიდეთ 15 ათასი Pfizer-ით აცრაზე. ამისთვის დამატებით მოხდება ბრიგადების მობილიზება, ზოგიერთი კლინიკა მზად არის, რომ დროებით შეაჩეროს სხვა სერვისი და სრულად გადაეწყოს ვაქცინაციის სერვისზე. ეს ყველაფერი მოხდება აგვისტოს პირველ კვირაში. გვინდა, რომ აგვისტოს ბოლომდე შევქმნათ Pfizer-ით რეგისტრირებულთა დიდი ჯგუფი, ასევე სხვა ვაქცინებითაც გაგრძელდება იმუნიზაცია, რადგან მიმდინარე პერიოდში საკმაოდ აქტიურია Sinopharm-ითა და Sinovac-ით ვაქცინაცია. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და 25-30 ათასი ადამიანი ავცრათ დღეში“, - განაცხადა გაბუნიამ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
როგორ უნდა აიცრან მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე ვერ დარეგისტრირდნენ - გაბუნიას პასუხი
მისი თქმით, ვაქცინაცია სამედიცინო დაწესებულებების გარდა მიმდინარეობს „ლილოს“ და „ჰუალინგის“ მოლებში, სადაც ხდება Sinopharm-ითა და Sinovac-ით ვაქცინაცია.
25 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 402.765 აცრა, ხოლო ორჯერადად აცრილია 139.289 ადამიანი. ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0