https://sputnik-georgia.com/20210724/rogor-inda-aicran-moqalaqeebi-romlebic-vaqcinaciaze-ver-daregistrirdnen-gabunias-ganmarteba-252414686.html
როგორ უნდა აიცრან მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე ვერ დარეგისტრირდნენ - გაბუნიას პასუხი
როგორ უნდა აიცრან მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე ვერ დარეგისტრირდნენ - გაბუნიას პასუხი
Sputnik საქართველო
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა ამ ეტაპზე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge, ასევე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება... 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T17:46+0400
2021-07-24T17:46+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396766_0:22:3071:1758_1920x0_80_0_0_6a17e368bd4b08adafa8bbc7f7f38824.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის განკუთვნილ პორტალსა და ცხელი ხაზის მეშვეობით ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირიდან შეძლებენ მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში და აიცრან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.დღეს, 24 ივლისის 12:00 საათიდან Pfizer-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო. მოქალაქეები იმუნიზაციას 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.„37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაზე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 107.157 ადამიანი დარეგისტრირდა და პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, ხალხის დიდი ნაკადის გამო, საიტი შედარებით ნელა მუშაობდა, თუმცა შემდგომში ეს პრობლემები სრულიად მოიხსნა.მინისტრის მოადგილემ ასევე ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერის დოზის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა ამ ეტაპზე ორჯერად ვაქცინაციას ემყარება და აღნიშნულ საკითხზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაელოდება.ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის კიდევ ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.20 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი Pfizer-ის ვაქცინის 250 ათასი დოზა, დანარჩენი 250 ათასი დოზა მეორე ინექციისთვის იქნება შენახული.Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.24 ივლისის დილის მონაცემებით, სულ აცრილია 398.454 პირი, ორჯერადად აცრილია 137.978 ადამიანი.განახლება: 18:00 საათისთვის დარეგისტრირდა 134.400-ზე მეტი ადამიანი, თავისუფალია 18 ათასზე მეტი ადგილი.
https://sputnik-georgia.com/20210724/aSS-is-naCuqari-Pfizer-is-naxevari-milioni-doza-saqarTveloSia-252411089.html
https://sputnik-georgia.com/20210724/lietuvas-naCuqari--AstraZeneca-s-vaqcinis-15-aTasi-doza-saqarTveloSia-252412131.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396766_0:0:3071:1931_1920x0_80_0_0_186557cb31a0072be86833c13407f73b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
როგორ უნდა აიცრან მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე ვერ დარეგისტრირდნენ - გაბუნიას პასუხი
17:46 24.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა ამ ეტაპზე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge, ასევე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე – 15 22.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის განკუთვნილ პორტალსა და ცხელი ხაზის მეშვეობით ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირიდან შეძლებენ მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში და აიცრან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
დღეს, 24 ივლისის 12:00 საათიდან Pfizer-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო. მოქალაქეები იმუნიზაციას 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.
„37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაზე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 107.157 ადამიანი დარეგისტრირდა და პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, ხალხის დიდი ნაკადის გამო, საიტი შედარებით ნელა მუშაობდა, თუმცა შემდგომში ეს პრობლემები სრულიად მოიხსნა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერის დოზის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა ამ ეტაპზე ორჯერად ვაქცინაციას ემყარება და აღნიშნულ საკითხზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაელოდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის კიდევ ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.
20 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი Pfizer-ის ვაქცინის 250 ათასი დოზა, დანარჩენი 250 ათასი დოზა მეორე ინექციისთვის იქნება შენახული.
Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
24 ივლისის დილის მონაცემებით, სულ აცრილია 398.454 პირი, ორჯერადად აცრილია 137.978 ადამიანი.
განახლება: 18:00 საათისთვის დარეგისტრირდა 134.400-ზე მეტი ადამიანი, თავისუფალია 18 ათასზე მეტი ადგილი.