https://sputnik-georgia.com/20210724/lietuvas-naCuqari--AstraZeneca-s-vaqcinis-15-aTasi-doza-saqarTveloSia-252412131.html
ლიეტუვას ნაჩუქარი AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა საქართველოშია
ლიეტუვას ნაჩუქარი AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა საქართველოშია
Sputnik საქართველო
ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და... 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T10:30+0400
2021-07-24T10:30+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251716301_0:181:2967:1849_1920x0_80_0_0_9a0babdc448caf8b4eb21dd9c91932d7.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ლიეტუვამ საქართველოს საჩუქრად გადასცა AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის გამოიყო.ვაქცინებისთვის ლიეტუვის მთავრობას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.„ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახან ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!“ – წერს ზალკალიანი Twitter-ში.AstraZeneca-ს მესამე პარტია (43.200 დოზა) COVAX-პლატფორმის მეშვეობით საქართველომ 10 ივლისს მიიღო. მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. გარდა ამისა, ავსტრიის მიერ საქართველოს საჩუქრად გადაეცა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა, რომელიც თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა. ასევე, საქართველო რუმინეთისგან საჩუქრად 10 ათას დოზა AstraZeneca-ს მიიღებს.ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე AstraZeneca-s ვაქცინით სამედიცინო პერსონალი იცრებოდა.მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით 18 წელს ზემოთ პირები იცრებიან, ხოლო Pfizer-ით - 16 წლიდან.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210724/aSS-is-naCuqari-Pfizer-is-naxevari-milioni-doza-saqarTveloSia-252411089.html
https://sputnik-georgia.com/20210723/vaqcinaciis-programit-mosargebleta-sia-gapartovda-252406488.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251716301_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9197c7cb70140f917c1ad93d2242ad83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ლიეტუვას ნაჩუქარი AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა საქართველოშია
10:30 24.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის გამოიყო.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ლიეტუვამ საქართველოს საჩუქრად გადასცა AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.
ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის გამოიყო.
ვაქცინებისთვის ლიეტუვის მთავრობას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.
„ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახან ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!“ – წერს ზალკალიანი
Twitter-ში.
AstraZeneca-ს მესამე პარტია (43.200 დოზა) COVAX-პლატფორმის მეშვეობით საქართველომ 10 ივლისს მიიღო. მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. გარდა ამისა, ავსტრიის მიერ საქართველოს საჩუქრად გადაეცა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა, რომელიც თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა. ასევე, საქართველო რუმინეთისგან საჩუქრად 10 ათას დოზა AstraZeneca-ს მიიღებს.
ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე AstraZeneca-s ვაქცინით სამედიცინო პერსონალი იცრებოდა.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით 18 წელს ზემოთ პირები იცრებიან, ხოლო Pfizer-ით - 16 წლიდან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.