https://sputnik-georgia.com/20210723/vaqcinaciis-programit-mosargebleta-sia-gapartovda-252406488.html
ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა: ვინ ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში
ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა: ვინ ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში
Sputnik საქართველო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველმა პირებმა ამცრელ დაწესებულებას შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინონ. 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T19:35+0400
2021-07-23T19:35+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252403502_0:192:2960:1857_1920x0_80_0_0_d15d1009aff433f31e12deedc62a6d9e.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთვნენ.ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან შემდეგი ბენეფიციარები:* საქართველოში ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ სამი თვე;* სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;* საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერეხეს ქვეყნის დატოვება). აცრა შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე მოხდება;* საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები; * საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები; * პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად;* №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი, მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა;ვაქცინაციის მსურველმა პირებმა უნდა მიმართონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ამცრელ დაწესებულებას და წარუდგინონ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.ამ დროისათვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210723/vinc-ver-daregistrirdeba-Pfizer--zejavSans-avtomaturad-miiRebs-252405088.html
https://sputnik-georgia.com/20210723/gamyreliZe-damsaqmeblebma-vaqcinirebulebi-unda-waaxalison-252404346.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252403502_115:0:2846:2048_1920x0_80_0_0_5b6b2f4c12cc361ea6a13d5f338531b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა: ვინ ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში
19:35 23.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველმა პირებმა ამცრელ დაწესებულებას შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინონ.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთვნენ.
ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან შემდეგი ბენეფიციარები:
* საქართველოში ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ სამი თვე;
* სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;
* საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერეხეს ქვეყნის დატოვება). აცრა შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე მოხდება;
* საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
* საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები;
* პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად;
* №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი, მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა;
ვაქცინაციის მსურველმა პირებმა უნდა მიმართონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ამცრელ დაწესებულებას და წარუდგინონ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ამ დროისათვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.