https://sputnik-georgia.com/20210723/vinc-ver-daregistrirdeba-Pfizer--zejavSans-avtomaturad-miiRebs-252405088.html
ვინც ვერ დარეგისტრირდება Pfizer-ის მეორე დოზაზე, ჯავშანს ავტომატურად მიიღებს
ვინც ვერ დარეგისტრირდება Pfizer-ის მეორე დოზაზე, ჯავშანს ავტომატურად მიიღებს
Sputnik საქართველო
Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება. ვაქცინაციისთვის საქართველოში ამჟამად 37 დაწესებულებაა შერჩეული და მოქალაქეებს აცრა ქვეყნის სხვადასხვა... 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T16:57+0400
2021-07-23T16:57+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715746_80:0:2389:1299_1920x0_80_0_0_977be7242e7c4555d941f3e91d915c59.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. Pfizer-ის მეორე დოზაზე მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება.„დღეს უკვე განახლდება Pfizer-ის რეგისტრაცია მეორე დოზებზე. პირველი დოზით აცრილებს 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება, 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ Pfizer-ის ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე“, – განაცხადა ტიკარაძემ.მისი ინფორმაციით, ჯავშნის ავტომატურად მიღების შემდეგ მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოგვიანებით შეცვალონ ვაქცინაციის თარიღი და კლინიკა.გარდა ამისა, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის მსურველებს Pfizer-ზე რეგისტრაციისას აღარ შეექმნებათ ის ტექნიკური პრობლემა, რომელიც 14 ივლისს შეექმნათ, როდესაც რეგისტრაცია გართულებული იყო. მაშინ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეგისტრაცია ვერ შეძლო. ჯანდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზი მაღალი მიმართვიანობით იყო გამოწვეული.„საიტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვისას გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც დღეს, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რამე შეფერხება იქნება, არ არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს ჩამოვა. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის კიდევ ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.ამ დროისთვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210723/rogor-davregistrirdeT-Pfizer-iTacrisTvis-252398543.html
https://sputnik-georgia.com/20210722/saqarTveloSi-Pfizer-is-vaqcinis-500-aTasi-doza-SabaTs-Semova-252394346.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715746_563:0:1905:1007_1920x0_80_0_0_1e008400a8c6cfc9a2ec5d5bffdc9b0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვინც ვერ დარეგისტრირდება Pfizer-ის მეორე დოზაზე, ჯავშანს ავტომატურად მიიღებს
16:57 23.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება. ვაქცინაციისთვის საქართველოში ამჟამად 37 დაწესებულებაა შერჩეული და მოქალაქეებს აცრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეუძლიათ.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. Pfizer-ის მეორე დოზაზე მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.
ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება.
„დღეს უკვე განახლდება Pfizer-ის რეგისტრაცია მეორე დოზებზე. პირველი დოზით აცრილებს 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება, 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ Pfizer-ის ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი ინფორმაციით, ჯავშნის ავტომატურად მიღების შემდეგ მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოგვიანებით შეცვალონ ვაქცინაციის თარიღი და კლინიკა.
გარდა ამისა, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის მსურველებს Pfizer-ზე რეგისტრაციისას აღარ შეექმნებათ ის ტექნიკური პრობლემა, რომელიც 14 ივლისს შეექმნათ, როდესაც რეგისტრაცია გართულებული იყო. მაშინ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეგისტრაცია ვერ შეძლო. ჯანდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზი მაღალი მიმართვიანობით იყო გამოწვეული.
„საიტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც ვაქცინაციის მართვისას გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც დღეს, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი, რომ რამე შეფერხება იქნება, არ არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს ჩამოვა. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის კიდევ ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ამ დროისთვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.