როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Pfizer-ით აცრისთვის – მინისტრის მოადგილის განმარტება

© Facebook / Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgiaთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
ვაქცინაციისთვის საქართველოში ამჟამად 37 დაწესებულებაა შერჩეული და მოქალაქეებს აცრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეუძლიათ.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან ცხელ ხაზზე რეგისტრაციას, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ როგორ შეძლებენ მოქალაქეები Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაციას.
მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ რეგისტრაციის პორტალისა და ცხელი ხაზის საშუალებით – 15-22 პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.
 Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა შაბათს შემოვა
„დოზების რაოდენობა ქვეყანაში, როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ვაქცინაციის ჩასატარებელი ადგილების რაოდენობა ქვეყანაში ეტაპობრივად გაიზრდება, რათა არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს, მათთვის რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რამდენიმე დღის წინ Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ პირებისთვისაც გახდა ნებადართული. ხოლო AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით 18 წელს ზემოთ პირები იცრებიან.
Pfizer-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინაცია 16 წლიდან გახდა შესაძლებელი
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს ჩამოვა. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ამ დროისთვის სულ აცრილია 391.781 პირი, ერთ დღეში აცრილია 8.286 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0