https://sputnik-georgia.com/20210721/saqarTveloSi-Pfizer-iT-vaqcinacia-16-wlidan-gaxda-SesaZlebeli-252384656.html
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინაცია 16 წლიდან გახდა შესაძლებელი
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინაცია 16 წლიდან გახდა შესაძლებელი
Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ტელეფონის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, მსურველმა მოქალაქეებმა... 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T20:57+0400
2021-07-21T20:57+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251658121_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_f35e92c0c0563fa839e2d9d196ed363f.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკმა 18-დან 16 წლამდე დაიწია, შესაბამისი ცვლილება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს შეიტანა.როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, საქართველოში Pfizer-ის შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში. Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს. აქამდე Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვის იყო ნებადართული.Pfizer-ის ვაქცინა ეფუძნება ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის უჯრედებისთვის გენეტიკური ინსტრუქციების მისაწოდებლად სინთეტიკური mRNA-ს (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულებს იყენებს.მწარმოებლის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. კერძოდ, Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსთან საბრძოლველად იმუნური სისტემის გააქტიურებისთვის ახალ მიდგომას იყენებს.ვაქცინების უმრავლესობას ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი ვირუსი, ან მისი ნაწილი შეჰყავს, რაც იმუნურ სისტემას ნამდვილ ვირუსთან საბრძოლველად ამზადებს. Pfizer-ის ინექციას კი კორონავირუსის ნაწილის გენეტიკური ინსტრუქცია შეჰყავს. პაციენტის მკლავში შეყვანისას კუნთის უჯრედები ვირუსის ნაწილებს თვითონ წარმოქმნიან.საქართველომ ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის Pfizer-ის პირველი პარტია (29.500 დოზა) 25 მარტს მიიღო, ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა კი 14 ივლისს შემოვიდა. Pfizer-ის მესამე პარტია ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, საქართველო Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას აშშ-დან დონაციის ფარგლებში მიიღებს.ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 374.685 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 133.648 მოქალაქე.
https://sputnik-georgia.com/20210322/saqartveloshi-Pfizer-vaqcinas-elodebian-ra-unda-vicodet-vaqcinis-gaketebis-dros-251236158.html
https://sputnik-georgia.com/20210717/rodis-miiRebs-saqarTvelo-Pfizer-is-morig-partias-gabunias-ganmarteba-252346008.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251658121_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_37857d96958dca7388cb62535fc0dd39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინაცია 16 წლიდან გახდა შესაძლებელი
20:57 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ტელეფონის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, მსურველმა მოქალაქეებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე – 15-22.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკმა 18-დან 16 წლამდე დაიწია, შესაბამისი ცვლილება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს შეიტანა.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, საქართველოში Pfizer-ის შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში. Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს.
აქამდე Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვის იყო ნებადართული.
Pfizer-ის ვაქცინა ეფუძნება ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის უჯრედებისთვის გენეტიკური ინსტრუქციების მისაწოდებლად სინთეტიკური mRNA-ს (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულებს იყენებს.
მწარმოებლის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. კერძოდ, Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსთან საბრძოლველად იმუნური სისტემის გააქტიურებისთვის ახალ მიდგომას იყენებს.
ვაქცინების უმრავლესობას ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი ვირუსი, ან მისი ნაწილი შეჰყავს, რაც იმუნურ სისტემას ნამდვილ ვირუსთან საბრძოლველად ამზადებს. Pfizer-ის ინექციას კი კორონავირუსის ნაწილის გენეტიკური ინსტრუქცია შეჰყავს. პაციენტის მკლავში შეყვანისას კუნთის უჯრედები ვირუსის ნაწილებს თვითონ წარმოქმნიან.
საქართველომ ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის Pfizer-ის პირველი პარტია (29.500 დოზა) 25 მარტს მიიღო, ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა კი 14 ივლისს შემოვიდა. Pfizer-ის მესამე პარტია ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, საქართველო Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას აშშ-დან დონაციის ფარგლებში მიიღებს.
ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 374.685 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 133.648 მოქალაქე.