საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან: რა უნდა გაითვალისწინოთ აცრის გაკეთების დროს

© AP Photo / Stephen Dunn Pfizer
 Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან. „Sputnik–საქართველომ" შეკრიბა ინფორმაცია, თუ რა უნდა იცოდეთ აღნიშნული ვაქცინის შესახებ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
დაზუსტებულია - საქართველო Pfizer-ის ვაქცინის პირველ პარტიას 22 მარტისთვის მიიღებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში პირველ ეტაპზე Pfizer-ის 29.250 დოზა შემოვა.

როგორც ადრე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, Pfizer-ის ვაქცინით მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი პირები აიცრებიან, რადგან მისი დიდი რაოდენობის შენახვის რესურსი საქართველოს არ გააჩნია.

Pfizer-ის ვაქცინის შესანახად სპეციალური პირობებია საჭირო – ვაქცინა აუცილებლად –80 გრადუსზე უნდა შეინახოს. აღნიშნული ვაქცინის შემთხვევაში გამოყენებული იქნება სულ სამი საწყობი, სადაც უზრუნველყოფილია Pfizer-ის ვაქცინისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ჯამში 200 ათასი დოზა ვაქცინის დასაწყობებაა შესაძლებელი. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა თავსდება ე.წ. ცივ ყუთებში, მშრალ ყინულში და ხდება მისი ტრანსპორტირება კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა მაქსიმუმ ხუთი დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფუნქციას კარგავს.

რა არის Pfizer-ის ვაქცინა

Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველი პრეპარატია, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირმა COVID-19-თან ბრძოლისთვის დაამტკიცა და რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია მოიპოვა. 

რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი

გერმანიის ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა, ოფიციალური ინფორმაციით, 95%-იანი ეფექტურობით ხასიათდება და მისი იმუნური მოქმედების ხანგრძლივობა დაახლოებით 6 თვემდე აღწევს. 

Pfizer-ის ვაქცინა ეფუძნება ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის უჯრედებისთვის გენეტიკური ინსტრუქციების მისაწოდებლად სინთეტიკური mRNA-ს (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულებს იყენებს.

მწარმოებლის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. კერძოდ, Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსთან საბრძოლველად იმუნური სისტემის გააქტიურებისთვის ახალ მიდგომას იყენებს.

ვაქცინების უმრავლესობას ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი ვირუსი, ან მისი ნაწილი შეჰყავს, რაც იმუნურ სისტემას ნამდვილ ვირუსთან საბრძოლველად ამზადებს. Pfizer-ის ინექციას კი კორონავირუსის ნაწილის გენეტიკური ინსტრუქცია შეჰყავს. პაციენტის მკლავში შეყვანისას კუნთის უჯრედები ვირუსის ნაწილებს თვითონ წარმოქმნიან.

Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს. 

ვისთვისაა რეკომენდებული Pfizer-ის  ვაქცინა:

ვაქცინა რეკომენდებულია 16 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის. ამ ეტაპზე ვაქცინა არ არის განკუთვნილი 16 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე, ფეხმძიმე ქალებისთვის. 

რა შემთხვევაში არ უნდა აიცრათ Pfizer-ის ვაქცინით:

- თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ან დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია, მაშინაც კი, თუ ის არ იყო მწვავე mRNA COVID-19 ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე (მაგალითად, პოლიეთილენგლიკოლი); 

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
„სხვა ალტერნატივა არ არსებობს“ - გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესის შესახებ საუბრობს

- თუ ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გქონდათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ან დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია, არ უნდა მიიღოთ მეორე დოზა.

ალერგიული რეაქცია მწვავედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანს სჭირდება ეპინეფრინით მკურნალობა, ან თუ მას დასჭირდა საავადმყოფოსთვის მიმართვა;

დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია ნიშნავს რეაქციას ვაქცინაციიდან 4 საათში, ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, შეშუპება ან ხიხინი (სუნთქვის გართულება).

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს Pfizer-ის ვაქცინით აცრისას:

Pfizer-ის ვაქცინით აცრის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს ნანემსარის ტკივილი, სიწითლე და შეშუპება. ასევე დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა. 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ვაქცინაცია მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე დაწესებულებებში გაგრძელდება

ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები იწყება ვაქცინის მიღებიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში. კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, დაღლილობა და თავის ტკივილი უფრო ხშირი იყო ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ.

ოფიციალური მონაცემებით, Pfizer-ის ვაქცინით აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები ბევრჯერ გამოვლინდა, თუმცა ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობდა.

რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ექიმს აცრის ჩატარებამდე:

პაციენტი ვალდებულია ექიმს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. კერძოდ: ალერგიული რეაქციების, მაღალი ტემპერატურის, სისხლის შედედების დარღვევის, დასუსტებული იმუნიტეტის ან იმ მედიკამენტების მიღების შესახებ, რომლებიც იმუნიტეტზე მოქმედებენ, დაგეგმილი ან მიმდინარე ორსულობის შესახებ, ან კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინის გაკეთების შესახებ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების „ასტრაზენეკას“ 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას სამედიცინო პერსონალი ექვემდებარება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის ექსპერტების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 19 მარტს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შედეგად 27 წლის მედდა გარდაიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური