„სხვა ალტერნატივა არ არსებობს“ - გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესის შესახებ საუბრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მედიკოსების გარდა სხვა ჯგუფებსაც აცრიან

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს იმუნიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ასე გამოეხმაურა გამყრელიძე მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას, რომელიც ვაქცინაციას შეეწირა.

„ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით ოჯახისთვის, იმ მხარისთვის, სადაც მეგი მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ არ გაგრძელდეს იმუნიზაცია, ქვეყანაში არ არის. ის უნდა გაგრძელდეს. მინდა ისევ გთხოვოთ, ფართოდ ჩაერთოთ კამპანიაში, ისე როგორც გუშინ, თვითონ მეგიმ მოუწოდა ტელევიზიით ხალხს, მედიკოსებს, რომ ჩაერთეთ კამპანიაში და მეტი აიცერით, იმიტომ, რომ რაც მეტი აიცრება ქვეყანაში მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
პრემიერი მედდის გარდაცვალების შესახებ: „ეს არის ტრაგედია მთელი საქართველოსთვის"

გამყრელიძის თქმით, სამწუხაროდ, მედიკოსების ბედი ისეთის, რომ თავად შეიძლება დაიღუპონ, მაგრამ სხვები გადაარჩინონ.

გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით ქვეყანაში სხვა ჯგუფებიც იცრან. მისი ინფორმაციით, 18 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 735-მა ადამიანმა გაიკეთა, 19 მარტს - 107.

გამყრელიძის თქმით, 82 სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც აცრა კეთდებოდა, 42 დარჩა. ეს არის მრავალპროფილური კლინიკები, სადაც რეანიმაციული განყოფილება არსებობს. მედიკოსებმა ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია იმ დაწესებულებებში, სადაც იმუნიზაცია გაგრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულია ხუთი ათასზე მეტი მედიკოსი, თუმცა ნაწილმა რეგისტრაცია გააუქმა.

„რიგმა ჩვენმა კოლეგამ გააუქმა ჯავშანი. გასაგებია, რომ ისინი შემდეგ კვირას ელოდებიან სიტუაციის განვითარებას. დღევანდელი მონაცემებით, თუ არ ვცდები, 4 900-მდეა რეგისტრირებული“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებმა და სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად სერიოზული გართულებისა, რომელიც ახალციხეში დაფიქსირდა და ლეტალური გამოსავლით დასრულდა.

27 წლის ექთანი ახალციხიდან 19 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა. მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
პრეზიდენტი გარდაცვლილ მედდაზე: იგი ამ ბრძოლის გმირად დარჩება

შემთხვევა მოხდა ახალციხის „იმედის“ კლინიკაში, რომელშიც სამ დღეში 16 მედმუშაკი აიცრა. ექთან აცრა 18 მარტს, 12:15 საათზე გაუკეთდა. როგორც ექიმები აცხადებენ, რომლებიც მას აცრის წინ ესაუბრებოდნენ, ქალის ანამნეზში არ ყოფილა ალერგიული რეაქცია და ის სისტემატურად იცრებოდა ღორის გრიპზე.

ადგილზე ქალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია, მაგრამ რეაქციის მოხსნა ვერ მოხერხდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართეს. პაციენტი გარდაიცვალა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ის ღამით გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციის წინ ის სათანადოდ არ შეამოწმეს. გარდაცვლილის და ამტკიცებს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი ანალიზები, რომელთა დროს ვაქცინაცია არის დაშვებული.

ყველა ახალი ამბავი
0