პრემიერი მედდის გარდაცვალების შესახებ: „ეს არის ტრაგედია მთელი საქართველოსთვის"

© photo : Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გუშინ AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, დღეს გარდაიცვალა.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
პრეზიდენტი გარდაცვლილ მედდაზე: იგი ამ ბრძოლის გმირად დარჩება

„ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა. ეს არის დიდი დარტყმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო. ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას“, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა ქალი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

შემთხვევა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მოხდა, სადაც სამი დღის მანძილზე მედპერსონალის 16 წარმომადგენლის ვაქცინაცია განხორციელდა. ახალგაზრდა ქალს აცრა 18 მარტს გაუკეთდა. ვაქცინაციიდან 30 წუთში მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ქალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0