რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი

© Sputnik / STRINGERრა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი
რა მოხდება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში: ცერცვაძის პროგნოზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
ინფექციონისტი იმედოვნებს, რომ მოსახლეობაში ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სკეპტიციზმი დროებითი იქნება.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყება, თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარს პროგნოზირებს.

„თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, გარდაცვლილთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, მოიმატებს. გვექნება ის ავადსახსენებელი მესამე ტალღა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და დანარჩენი ქვეყნები ევროპასა და ამერიკაში ელოდებიან. ამას მოჰყვება ახალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, ეკონომიკის რეცესია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობების გაუარესება და ყველაფერი ის, რაც ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. ახლა მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი“, - განუცხადა „რუსთავი2“-ს თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციონისტის თქმით, მოსახლეობაში ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სკეპტიციზმი დროებითი იქნება.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
„სხვა ალტერნატივა არ არსებობს“ - გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესის შესახებ საუბრობს

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე იცრებიან მედმუშაკები, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია - ეს დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანია.

ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და სრულიად უფასოა.

ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებმა და სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად სერიოზული გართულებისა, რომელიც ახალციხეში დაფიქსირდა და ლეტალური გამოსავლით დასრულდა. 27 წლის ექთანი ახალციხიდან 19 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა. მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0