https://sputnik-georgia.com/20210717/rodis-miiRebs-saqarTvelo-Pfizer-is-morig-partias-gabunias-ganmarteba-252346008.html
როდის მიიღებს საქართველო Pfizer-ის მორიგ პარტიას - გაბუნიას განმარტება
როდის მიიღებს საქართველო Pfizer-ის მორიგ პარტიას - გაბუნიას განმარტება
Sputnik საქართველო
Pfizer-ის მომდევნო პარტიები ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს. 17.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-17T11:57+0400
2021-07-17T11:57+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0e/252319013_0:102:1196:778_1920x0_80_0_0_1d88d26d8c6fcee20c00586cfdaeb86f.jpg
თბილისი 17 ივლისი - Sputnik. საქართველო Pfizer-ის ვაქცინის მომდევნო პარტიას რამდენიმე დღეში მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს შემოვიდა.Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული, თუმცა უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივი ზღვარის 16 წლამდე დაწევას აპირებს.მინისტრის მოადგილე ვაქცინის მესამე პარტიის შემოსვლის ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ვინც ამ დღეებში Pfizer-ის ვაქცინისთვის დარეგისტრირება ვერ მოახერხა, ამის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში ექნება. როგორც ცნობილია, 14 ივლისს პრეპარატ Pfizer-ით აცრისთვის ჩაწერა დაბრკოლდა - რეგისტრაციის ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობდა.„ვიდრე არ დაჯდება ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი აეროპორტში, მანამდე ჩვენ თარიღს ვერ დავასახელებთ. მალე იქნება დამატებითი დოზების მოწოდება იმგვარად, რომ იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა, თუ რატომ გაიყო 14 ივლისს შემოტანილი ვაქცინის 28 ათასი დოზა ორ ნაწილად, თუ ქვეყანა მეორე პარტიას უახლოეს დღეებში მიიღებდა. მისი თქმით, ეს სტანდარტული პროტოკოლის ნაწილია, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა მიყვება.„ამ კუთხით ჩვენ ცუდი გამოცდილება მივიღეთ AstraZeneca-სთან მიმართებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვქონდეს გარანტირებული დოზები მეორედ ვაქცინაციისთვის. მოგვისწრებს დამატებითი პარტიები, რაც გააფართოებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ უკვე მეტი ადამიანი მოვიცვათ“, - აღნიშნა გაბუნიამ.ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 345.295 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 128.096 მოქალაქე.
https://sputnik-georgia.com/20210716/Pfizer-vaqcinacia-daiwyo-252334850.html
https://sputnik-georgia.com/20210717/israelma-saqarTvelo-wiTel-siaSi-Seiyvana-252344759.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0e/252319013_0:64:1196:816_1920x0_80_0_0_b381823a2f92d654122dea1b8ae11ba7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
როდის მიიღებს საქართველო Pfizer-ის მორიგ პარტიას - გაბუნიას განმარტება
11:57 17.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) Pfizer-ის მომდევნო პარტიები ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს.
თბილისი 17 ივლისი - Sputnik. საქართველო Pfizer-ის ვაქცინის მომდევნო პარტიას რამდენიმე დღეში მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს შემოვიდა.
Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული, თუმცა უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივი ზღვარის 16 წლამდე დაწევას აპირებს.
მინისტრის მოადგილე ვაქცინის მესამე პარტიის შემოსვლის ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ვინც ამ დღეებში Pfizer-ის ვაქცინისთვის დარეგისტრირება ვერ მოახერხა, ამის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში ექნება. როგორც ცნობილია, 14 ივლისს პრეპარატ Pfizer-ით აცრისთვის ჩაწერა დაბრკოლდა - რეგისტრაციის ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობდა.
„ვიდრე არ დაჯდება ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი აეროპორტში, მანამდე ჩვენ თარიღს ვერ დავასახელებთ. მალე იქნება დამატებითი დოზების მოწოდება იმგვარად, რომ იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა, თუ რატომ გაიყო 14 ივლისს შემოტანილი ვაქცინის 28 ათასი დოზა ორ ნაწილად, თუ ქვეყანა მეორე პარტიას უახლოეს დღეებში მიიღებდა. მისი თქმით, ეს სტანდარტული პროტოკოლის ნაწილია, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა მიყვება.
„ამ კუთხით ჩვენ ცუდი გამოცდილება მივიღეთ AstraZeneca-სთან მიმართებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვქონდეს გარანტირებული დოზები მეორედ ვაქცინაციისთვის. მოგვისწრებს დამატებითი პარტიები, რაც გააფართოებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ უკვე მეტი ადამიანი მოვიცვათ“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 345.295 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 128.096 მოქალაქე.