საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო

© REUTERS / ANTON VAGANOVვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
Pfizer-ის ვაქცინები საქართველოს მასშტაბით სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე შვიდ კლინიკაში გადანაწილდა.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან იწყება.
ქვეყანაში ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის 28 ათასი დოზა 14 ივლისს შემოვიდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 28 ათასი დოზა ორ ნაწილად გაიყოფა, რათა სამი კვირის შემდეგ პირველი დოზით ვაქცინირებულებმა მეორე დოზის გაკეთება შეძლონ.
ადამიანი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ტიკარაძე: ველოდი, რომ IT სამსახურები სისტემის უკეთ მართვას შეძლებდნენ
Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა ნებადართული, თუმცა უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივი ზღვარის 16 წლამდე დაწევას აპირებს.
„როდესაც ქვეყანაში Pfizer-ის მეორე პარტია შემოვა, 16 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ იმუნიზაციის პროცესში ჩართვას", – განაცხადა გამყრელძემ.
Pfizer-ის მეორე და მესამე პარტია ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს, აღნიშნა გამყრელიძემ.
გარდა ამისა, საქართველო Pfizer-ის მილიონ დოზას აშშ-დან დონაციის ფარგლებში მიიღებს.
ამ მომენტისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყება. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 324.802 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 123.848 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0