https://sputnik-georgia.com/20210724/aSS-is-naCuqari-Pfizer-is-naxevari-milioni-doza-saqarTveloSia-252411089.html
აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
Sputnik საქართველო
Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზით ვაქცინაცია 26 ივლისს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ კლინიკებში დაიწყება. 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T09:30+0400
2021-07-24T09:30+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252410874_92:0:1280:672_1920x0_80_0_0_5f4f38ba3eec8506e6e25e64f3dc7638.jpg
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის თვითმფრინავს ვაქცინებით ბორტზე დახვდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.ვაქცინაცია 26 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე 37 კლინიკაში გაგრძელდება. Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 23 ივლისს განახლდა.იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები 24 ივლისის 12:00 საათამდე ვერ ან არ გაივლიან Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაციას, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ჯავშნის ავტომატურად მიღების შემდეგ, მოგვიანებით შეცვალონ თარიღი და კლინიკა.20 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი Pfizer-ის ვაქცინის 250 ათასი დოზა, დანარჩენი 250 ათასი დოზა მეორე ინექციისთვის იქნება შენახული.Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა იყო ხელმისაწვდომი 18 წლის ასაკიდან.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210723/vaqcinaciis-programit-mosargebleta-sia-gapartovda-252406488.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252410874_249:91:1173:672_1920x0_80_0_0_73d222d478a441bf64e93bb19bdb7e71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
09:30 24.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზით ვაქცინაცია 26 ივლისს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ კლინიკებში დაიწყება.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის
განცხადებაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის თვითმფრინავს ვაქცინებით ბორტზე დახვდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
ვაქცინაცია 26 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე 37 კლინიკაში გაგრძელდება. Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 23 ივლისს განახლდა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები 24 ივლისის 12:00 საათამდე ვერ ან არ გაივლიან Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაციას, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ჯავშნის ავტომატურად მიღების შემდეგ, მოგვიანებით შეცვალონ თარიღი და კლინიკა.
20 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი Pfizer-ის ვაქცინის 250 ათასი დოზა, დანარჩენი 250 ათასი დოზა მეორე ინექციისთვის იქნება შენახული.
Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა იყო ხელმისაწვდომი 18 წლის ასაკიდან.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.