მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენისა და სი ძინპინის ვირტუალური შეხვედრის დრო გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების — ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის ვირტუალური შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება, ირკვევა აშშ-ის პრეზიდენტის სამუშაო განრიგიდან.
როგორც გამოცემა New-York Post-ი წერს, ასეთი შეხვედრის აუცილებლობა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობის ზრდითაა განპირობებული.
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
მსოფლიო დღეს
სტოლტენბერგი: რუსეთი და ჩინეთი ცალ-ცალკე საფრთხეებად არ უნდა განვიხილოთ
ორშაბათის ვირტუალურ შეხვედრას წინ უსწრებდა აშშ-ის მიერ კუნძულ გუამზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ გამოცდა. როგორც გამოცემა წერს, სამხედრო მაღალჩინოსნები არ გამორიცხავენ, რომ ჩინეთმა შეიძლება სარაკეტო შეტევების გამოცდა დაიწყოს.
გარდა ამისა, ორშაბათის შეხვედრის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ აშშ-ის ჰოლოკოსტის მუზეუმის (Holocaust Memorial Museum) განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, „არსებობს გონივრული ვარაუდები“, რომ უიღურების მიმართ ჩინეთის მხრიდან ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა იმატებს.
გასულ კვირაში თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ბაიდენი „ღიად“ დაელაპარაკებოდა ჩინეთის ლიდერს იმ თემებზე, რომლებიც აშშ-ს აღელვებს.

„ორი ლიდერი იმსჯელებს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენციის პასუხისმგებლიან მართვაზე და ასევე ერთობლივი მუშაობის მეთოდებზე იქ, სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. შეხვედრაზე პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიოდ მონიშნავს აშშ-ის განზრახვებსა და პრიორიტეტებს, ასევე მკაფიოდ დააფიქსირებს ჩინეთის გამო ჩვენს შფოთვებს“, — განაცხადა მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.

სი ძინპინმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ჩინეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
მსოფლიო დღეს
„პუტინს ტუნდრა ეწვის“ – ბაიდენმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები გააკრიტიკა
იმის თაობაზე, რომ ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა „პრინციპულ“ შეთანხმებას მიაღწიეს ვირტუალური შეხვედრის წლის ბოლომდე ჩატარების თაობაზე, ცნობილი ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს გახდა. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ კოლეგა იან ძეჩის შეხვდა ციურიხში.
ყველა ახალი ამბავი
0