მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„პუტინს ტუნდრა ეწვის“ – ბაიდენმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები გააკრიტიკა

© AP Photo / Evan Vucciჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტს ტუნდრა ეწვის, სერიოზული კლიმატური პრობლემები აქვს, მაგრამ COP26 სამიტზე დასწრებაზე უარი თქვა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.
გლაზგოს კლიმატურ სამიტზე დასწრებაზე უარის გამო, პუტინის გარდა, მან ასევე გააკრიტიკა ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი და ეს მათი მხრიდან შეცდომად შეაფასა.
გრეტა ტუნბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
მსოფლიო დღეს
დრო იწურება! – გრეტა ტუნბერგი გლაზგოში კლიმატურ პროტესტებს აანონსებს
ბაიდენის თქმით, არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რის გაკეთებას გეგმავს ვლადიმირ პუტინი კლიმატური პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო ჩინეთი საერთოდ არ მონაწილეობს მსგავს ფორუმებში, ამ დროს კი მსოფლიო ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას.

„ვფიქრობ, ჩინეთისთვის დიდი შეცდომაა, რომ კონფერენციას არ ესწრება. იგივე ეხება რუსეთსაც. ერთადერთი და უმთავრესი, რაც მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს, ეს კლიმატის პრობლემებია − ყველგან, დაწყებული ისლანდიიდან და დასრულებული ავსტრალიით. ეს უზარმაზარი პრობლემაა, ჩინეთი კი განზე გადგა. რაც შეეხება პუტინს, მას ტუნდრა ეწვის, სერიოზული პრობლემები აქვს კლიმატთან დაკავშირებით, მაგრამ დუმს, თუ რის გაკეთებას გეგმავს“, − განაცხადა ბაიდენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც გამოცემა Deutsche Welle წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი, თავის მხრივ, პატივისცემა გამოხატა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების გადაწყვეტილების მიმართ, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო თქვეს უარი გლაზგოში წასვლაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ COP26-ის კონფერენციას ჩინეთის მაღალი დონის დელეგაცია ესწრება.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, მან გლაზგოს კლიმატური სამიტის მონაწილეებს ვიდეოტრანსლაციით მიმართა და განუმარტა, რა ღონისძიებები ტარდება რუსეთში ტყეების შესანარჩუნებლად.
ყველა ახალი ამბავი
0