მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტოლტენბერგი: რუსეთი და ჩინეთი ცალ-ცალკე საფრთხეებად არ უნდა განვიხილოთ

© REUTERS / POOLიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. ნატომ არ უნდა განიხილოს ჩინეთიდან მომავალი საფრთხე მისი უპირველესი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის − რუსეთისგან განცალკევებით, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ამის შესახებ წერს გაზეთი Financial Times.

„ნატო − ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ალიანსია. ეს რეგიონი გლობალური გამოწვევების − ტერორიზმის, კიბერშეტევებისა და ჩინეთის მზარდი სიძლიერის წინაშე დგას… ჩინეთი გვიახლოვდება“, − აღნიშნა სტოლტენბერგმა გაზეთთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჩინეთი ევროპის უსაფრთხოებას თავისი კიბერშესაძლებლობებით, ახალი ტექნოლოგიებითა და შორი რადიუსის რაკეტებით უქმნის საფრთხეს, და ამ საფრთხეებისგან ნატოს წევრი ქვეყნების დაცვის საკითხები ნატოს ახალ დოქტრინაში დეტალურადაა ასახული, რომელსაც, სავარაუდოდ, ნატოს 2022 წლის სამიტზე მიიღებენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი და ნატო ახალ ერთობლივ დეკლარაციას ამუშავებენ: მთავარი მიმართულებები
ამასთან აღინიშნება, რომ ამჟამად მოქმედი დოქტრინა, რომელიც 2010 წელსაა მიღებული, ჩინეთს საფრთხედ არ განიხილავს.
სტოლტენბერგს მიაჩნია, რომ ჩინეთი და რუსეთი ცალ-ცალკე საფრთხეებად არ უნდა განიხილებოდეს.

„პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთი და ჩინეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ. მეორეც, როდესაც ჩვენ ტექნოლოგიებზე ხარჯებს ვზრდით... ორივე ქვეყანა გვაქვს მხედველობაში“, − თქვა მან.

ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „ნებისმიერი მინიშნება“ რუსეთის შეკავების გეგმის შეცვლასთან დაკავშირებით გარდაუვლად გამოიწვევს პროტესტს ნატოს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხრიდან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ „უკანასკნელი სტრატეგიული კონცეფცია 2010 წელს დაიწერა. მასში რუსეთი „სტრატეგიულ პარტნიორადაა“ განსაზღვრული და საერთოდ არ არის საუბარი ჩინეთზე. ასე რომ, დროა ნატოს სტრატეგიული კონცეფცია განახლდეს“.
რუსეისა და ნატოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
სტრატეგიული კონცეფცია შეიცვლება: ნატო რუსეთს „კონსტრუქციულ პარტნიორად“ აღარ ჩათვლის
სლოვენიაში ცოტა ხნის წინ გამართულ არაფორმალურ სამიტზე ევროპელი ლიდერების განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირის თავდაცვის სისტემის ახალი კონცეფცია სახელწოდებით „ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი“, ასევე ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბების საკითხი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის სტრატეგია და გეგმები 2022 წლის მარტისთვის უნდა იყოს დამტკიცებული.
ყველა ახალი ამბავი
0