სტრატეგიული კონცეფცია შეიცვლება: ნატო რუსეთს „კონსტრუქციულ პარტნიორად“ აღარ ჩათვლის

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსეისა და ნატოს დროშები
რუსეისა და ნატოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახალი დოკუმენტი ნატოს 2022 წლის სამიტზე მისაღებად იქნება მზად.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ნატო გადაწერს თავის სტრატეგიულ კონცეფციას, რომელშიც რუსეთს „კონსტრუქციულ პარტნიორად“ აფასებს, ვინაიდან ეს აღარ შეესაბამება არსებულ რეალობებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

„უკანასკნელი სტრატეგიული კონცეფცია 2010 წელს დაიწერა. მასში რუსეთი „სტრატეგიულ პარტნიორადაა“ განსაზღვრული და საერთოდ არ არის საუბარი ჩინეთზე. ასე რომ, დროა ნატოს სტრატეგიული კონცეფცია განახლდეს“, — აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატოს სამიტზე, რომელიც 14 ივნისს გაიმართება, ამ საკითხზე კონსულტაციას გაივლის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.

Города мира. Шанхай - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ჩინეთი G7-ის განცხადებით აღშფოთებულია: საელჩო წერილს აქვეყნებს

გარდა ამისა, სალივანმა განმარტა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ქვეყნების ლიდერებთან ასევე იმსჯელებს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომელთაც რუსეთი წარმოადგენს „კიბერსივრცესა და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების“ კუთხით, და ასევე ჩინეთის მხრიდან საფრთხეებზე.

მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ახალი დოკუმენტი ნატოს 2022 წლის სამიტზე მისაღებად მომზადდება, წლევანდელ სამიტზე კი „მოკავშირეები ნატოს სტრატეგიული კონცეფციის გადახედვაზე შეთანხმდებიან“ რუსეთის „აგრესიულ პოლიტიკასა და ქმედებებზე პასუხად“.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთი „აგრესიულ ქმედებებში“ დაადანაშაულა და ალიანსის თავდაცვისა და დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. ამის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი გაითვალისწინებს ალიანსის განწყობას საგარეო პოლიტიკასა და სამხედრო დაგეგმვაში. როგორც კრემლში აღნიშნეს, რუსეთი არავის ემუქრება, მაგრამ მისი ინტერესებისთვის პოტენციურად სახიფათო მოქმედებებს უყურადღებოდ არ დატოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0