ჩინეთი G7-ის განცხადებით აღშფოთებულია: საელჩო წერილს აქვეყნებს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიГорода мира. Шанхай
Города мира. Шанхай - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
„დიდი შვიდიანის“ სამიტზე, სალივანის თქმით, ლიდერებმა ჩინეთის მიმართ ერთნაირი სიტყვები გამოიყენეს: „წინააღმდეგობის გაწევა“ და „შეჯიბრი“.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ჩინეთი უკიდურეს უკმაყოფილებასა და მტკიცე პროტესტს გამოთქვამს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ინგლისში მიმდინარე G7-ის სამიტზე გაკეთდა მის მიმართ, ნათქვამია დიდ ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
Huawei და სხვები: ბაიდენმა 59 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა

გავრცელებული ინფორმაციით, „დიდმა შვიდიანმა“ მხარი დაუჭრა ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას ისეთ საკითხებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, თუმცა მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანის უფლებები — განსაკუთრებით სინცზიანსა და ჰონკონგში.

„G7-ის კომუნიკე შეიცავს დამახინჯებულ ფაქტებს სინცზიანის, ჰონკონგისა და ტაივანის მოვლენების ირგვლივ, ჭეშმარიტება სიცრუედ საღდება, ჩინეთს შეგნებულად ელახება სახელი. ეს არის უხეში ჩარევა ჩინეთის შიდა საქმეებში, რაც საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპების სერიოზული დარღვევაა... ჩვენ გამოვთქვამთ უკიდურეს უკმაყოფილებასა და მტკიცე პროტესტს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „COVID-19-ის ეპიდემია კვლავ ბობოქრობს, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა დუნედ მიმდინარეობს, ხოლო ისეთი გლობალური პრობლემები, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება“. მისი თქმით, ამ ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანობა სჭირდება, მაგრამ სამიტმა მსოფლიოს ძალის პოლიტიკა დაანახა, რომელიც ხელოვნურად ქმნის კონფრონტაციას და იწვევს განხეთქილებას.

  • „ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ აშშ-სა და G7-ის სხვა მონაწილეებს, პატივი სცენ ფაქტებს, შეწყვიტონ ჩინეთის ცილისწამება, მის საშინაო საქმეებში ჩარევა და ჩინეთის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნებმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს ჩინეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩინეთი მსოფლიო დემოკრატიისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ბევრი განზომილებით. სალივანმა აღნიშნა, რომ G7-ის ლიდერებმა ჩინეთის თაობაზე ერთნაირი სიტყვები გამოიყენეს: „წინააღმდეგობის გაწევა“ და „შეჯიბრი“.

„დიდი შვიდიანის“ წლევანდელი სამიტი G7-ის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრაა ბოლო თითქმის ორი წლის განმავლობაში. მასში შედიან: დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ.

 

ყველა ახალი ამბავი
0