https://sputnik-georgia.com/20211114/zal-rones-moikrebs-saakasvili-mzadaa-daeswros-xvalindel-sasamartlo-process-262062339.html
„ძალ-ღონეს მოიკრებს“: სააკაშვილი მზადაა დაესწროს ხვალინდელ სასამართლო პროცესს
„ძალ-ღონეს მოიკრებს“: სააკაშვილი მზადაა დაესწროს ხვალინდელ სასამართლო პროცესს
Sputnik საქართველო
სააკაშვილს უფლება აქვს უშუალო მონაწილეობა მიიღოს პროცესში, განაცხადა ადვოკატმა 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T23:40+0400
2021-11-14T23:40+0400
2021-11-14T23:40+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_debbc5e2fd604485394e6a1d9121cffc.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს და ამისთვის ყველა საპროცესო საფუძველი არსებობს, განაცხადა მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.„პიჯაკების“ საქმეზე სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულის სტატუსით საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს, ორშაბათს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფუფუნების საგნებზე გაწეულ არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯებს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი და ა.შ.„ხვალ არის „პიჯაკების საქმე” ჩანიშნული 11:00 საათზე, სასამართლოდან მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პარასკევს გაიგზავნა, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს“, - განაცხადა ბასილაიამ.ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ამ უფლების აღსრულება.ბასილაიამ ასევე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა არის რთული და მძიმე.როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება იქნება დამოკიდებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის გამო, ასევე პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილი 10 ნოემბერს გამართულ წინა სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა.ოთხშაბათს სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამის შედეგად სააკაშვილი სატელეფონო საუბრის უფლებას მოიპოვებს.მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის სასტიკი დარბევა, უშიშროების ძალების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ოფისში შეჭრა, ტელევიზიის დარბევა და მისი მფლობელის, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცება. საქმე გახსნილია 2014 წელს, „ქართული ოცნების“ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ. საქმე 103 ტომს და ასობით მოწმეს მოიცავს.საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს – „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა“. აღნიშნული მუხლი ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე მომდევნო მოსმენა 29 ნოემბრისთვის არის ჩანიშნული.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211110/saakasvilis-advokatebma-sasamartlo-darbazodatoves-261959132.html
https://sputnik-georgia.com/20211111/iusticiis-saministros-versia-strasburgis-sasamartlos-gadawyvetilebaze-261970645.html
https://sputnik-georgia.com/20211111/saakasvils-kidev-erti-sasamartlo-elodbea-pijakebis-saqme-261991422.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_0755f82bcf02588148a1538b022a2c54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ძალ-ღონეს მოიკრებს“: სააკაშვილი მზადაა დაესწროს ხვალინდელ სასამართლო პროცესს
სააკაშვილს უფლება აქვს უშუალო მონაწილეობა მიიღოს პროცესში, განაცხადა ადვოკატმა
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს და ამისთვის ყველა საპროცესო საფუძველი არსებობს, განაცხადა მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
„პიჯაკების“ საქმეზე სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულის სტატუსით საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს, ორშაბათს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფუფუნების საგნებზე გაწეულ არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯებს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი და ა.შ.
„ხვალ არის „პიჯაკების საქმე” ჩანიშნული 11:00 საათზე, სასამართლოდან მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პარასკევს გაიგზავნა, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს“, - განაცხადა ბასილაიამ.
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ამ უფლების აღსრულება.
ბასილაიამ ასევე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა არის რთული და მძიმე.
„მაგრამ მიხეილ სააკაშვილი... აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს, მთავარია უზრუნველყონ მისი გადაყვანა“, - განაცხადა ბასილაიამ.
როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება იქნება დამოკიდებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის გამო, ასევე პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილი 10 ნოემბერს გამართულ წინა სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა.
ოთხშაბათს სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამის შედეგად სააკაშვილი სატელეფონო საუბრის უფლებას მოიპოვებს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის სასტიკი დარბევა, უშიშროების ძალების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ოფისში შეჭრა, ტელევიზიის დარბევა და მისი მფლობელის, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცება. საქმე გახსნილია 2014 წელს, „ქართული ოცნების“ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ. საქმე 103 ტომს და ასობით მოწმეს მოიცავს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს – „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა“. აღნიშნული მუხლი ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე მომდევნო მოსმენა 29 ნოემბრისთვის არის ჩანიშნული.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.