https://sputnik-georgia.com/20211111/saakasvils-kidev-erti-sasamartlo-elodbea-pijakebis-saqme-261991422.html
სააკაშვილს კიდევ ერთი სასამართლო ელოდება – რიგშია „პიჯაკების საქმე"
სააკაშვილს კიდევ ერთი სასამართლო ელოდება – რიგშია „პიჯაკების საქმე"
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტის საქმეზე მეორე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 ნოემბერს არის ჩანიშნული. 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T17:28+0400
2021-11-11T17:28+0400
2021-11-11T23:10+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251403655_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_435646f5b5d1672ea0b78675f3518971.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 ნოემბერს დაინიშნა.საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფუფუნების საგნებზე არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯებს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.როგორც ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, დაცვა კვლავ მოითხოვს ბრალდებულის დასწრებას სასამართლო პროცესზე.„ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე დასწრებას, თუმცა 15 ნოემბრისთვის როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინასწარ თქმა გამიჭირდება. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს დაესწროს", – განაცხადა ბასილაიამ.„პიჯაკების საქმე" უკვე მეორე საქმეა სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლო მოსმენა განახლდება. 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე პროცესი. დაცვის მხარე ბრალდებულის დასწრებას მოითხოვდა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ უარი თქვა სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე, რადგან, როგორც უწყებაში განმარტეს, ეტაპირების დროს პროვოკაციების საშიშროება არსებობდა.როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილი სასამართლოში არ მიიყვანეს პროვოკაციებისა და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, მისი დაკავების დღიდან შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211111/iusticiis-ministrma-patimar-saakasvilis-privilegiebi-camotvala-261989802.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251403655_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4eb9dd76de9615e2c6b22b50e123ddf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სააკაშვილს კიდევ ერთი სასამართლო ელოდება – რიგშია „პიჯაკების საქმე"
17:28 11.11.2021 (განახლებულია: 23:10 11.11.2021) ექს-პრეზიდენტის საქმეზე მეორე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 ნოემბერს არის ჩანიშნული.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 ნოემბერს დაინიშნა.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფუფუნების საგნებზე არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯებს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
როგორც ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, დაცვა კვლავ მოითხოვს ბრალდებულის დასწრებას სასამართლო პროცესზე.
„ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე დასწრებას, თუმცა 15 ნოემბრისთვის როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინასწარ თქმა გამიჭირდება. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს დაესწროს", – განაცხადა ბასილაიამ.
„პიჯაკების საქმე" უკვე მეორე საქმეა სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლო მოსმენა განახლდება. 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე პროცესი. დაცვის მხარე ბრალდებულის დასწრებას მოითხოვდა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ უარი თქვა სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე, რადგან, როგორც უწყებაში განმარტეს, ეტაპირების დროს პროვოკაციების საშიშროება არსებობდა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილი სასამართლოში არ მიიყვანეს პროვოკაციებისა და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, მისი დაკავების დღიდან შიმშილობს.