https://sputnik-georgia.com/20211111/iusticiis-ministrma-patimar-saakasvilis-privilegiebi-camotvala-261989802.html
იუსტიციის მინისტრმა პატიმარ სააკაშვილის პრივილეგიები ჩამოთვალა
იუსტიციის მინისტრმა პატიმარ სააკაშვილის პრივილეგიები ჩამოთვალა
Sputnik საქართველო
საქართველოს ექს-პრეზიდენტს რუსთავის მე-12 საპატიმროში მისი რანგის შესატყვისი პირობები ჰქონდა შექმნილი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T17:13+0400
2021-11-11T17:13+0400
2021-11-11T22:53+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0a/251692006_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_e72218c1aa388055d49aed4e33439b5f.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დაკავების შემდეგ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან 179 ვიზიტორი იმყოფებოდა, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.სააკაშვილი ციხეში 1 ოქტომბრიდან იმყოფება. როგორც პატიმარი, ის ბოლო დრომდე სარგებლობდა პაემნებისა და "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით მიმოწერის უფლებით.მინისტრის თქმით, ციხესთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობდა რეანიმობილი და ექიმები, რომლებიც ნებისმიერ წუთს მზად იყვნენ დახმარებისთვის, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა.„ასევე სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ პერსონალთან ერთად გაეწიათ რეკომენდაციები, რომლებსაც მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე", – განაცხადა ბრეგაძემ.გარდა ამისა, მინისტრის თქმით, შეიქმნა სააკაშვილის უფლებების ზედამხედველობის მონიტორინგის ცალკე ჯგუფი. და ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, აღნიშნა მან.„ასევე სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი. რატომ გავაკეთეთ ეს, იმიტომ რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი", – აღნიშნა მან.სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ის მოინახულეს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა, პირადმა ექიმმა და ადვოკატებმა. სხვა მასთან არავინ შესულა.ციხის ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რა უფლებებით შეუძლია ისარგებლოს სააკაშვილმა ციხის კლინიკაში.
https://sputnik-georgia.com/20211111/iusticiis-saministrom-saakasvilis-cixis-saavadmyofosi-seyvanis-kadrebi-gamoaqveyna-video-261986070.html
https://sputnik-georgia.com/20211111/bregadze-saakashvils-rustavis-cixeshi-dabrunebis-piroba-daasaxela-261989380.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0a/251692006_178:111:1169:854_1920x0_80_0_0_0228b69e502a8c3e1d893aebc7e0f8c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში
იუსტიციის მინისტრმა პატიმარ სააკაშვილის პრივილეგიები ჩამოთვალა
17:13 11.11.2021 (განახლებულია: 22:53 11.11.2021) საქართველოს ექს-პრეზიდენტს რუსთავის მე-12 საპატიმროში მისი რანგის შესატყვისი პირობები ჰქონდა შექმნილი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დაკავების შემდეგ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან 179 ვიზიტორი იმყოფებოდა, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
სააკაშვილი ციხეში 1 ოქტომბრიდან იმყოფება. როგორც პატიმარი, ის ბოლო დრომდე სარგებლობდა პაემნებისა და "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით მიმოწერის უფლებით.
„შემოსახლებიდან დღემდე ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. იგი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან. ასევე მას შემოსახლებისთანავე ზუსტად ორ დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში, ამასაც ხაზს გავუსვამ, დაუმზადდა საბანკო ბარათი, მას აქვს ტელევიზორი. ასევე როდესაც მას ამოეწურა თანხა ბარათზე და მაცივარი უნდოდა, ესეც ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, მისი ეს თხოვნაც შეასრულა", – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, ციხესთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობდა რეანიმობილი და ექიმები, რომლებიც ნებისმიერ წუთს მზად იყვნენ დახმარებისთვის, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა.
„ასევე სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ პერსონალთან ერთად გაეწიათ რეკომენდაციები, რომლებსაც მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე", – განაცხადა ბრეგაძემ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, შეიქმნა სააკაშვილის უფლებების ზედამხედველობის მონიტორინგის ცალკე ჯგუფი. და ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, აღნიშნა მან.
„ასევე სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი. რატომ გავაკეთეთ ეს, იმიტომ რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი", – აღნიშნა მან.
სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ის მოინახულეს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა, პირადმა ექიმმა და ადვოკატებმა. სხვა მასთან არავინ შესულა.
ციხის ადმინისტრაციას არ განუმარტავს, თუ რა უფლებებით შეუძლია ისარგებლოს სააკაშვილმა ციხის კლინიკაში.