იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები გამოაქვეყნა – ვიდეო

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
საპროტესტო აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
რატი ბრეგაძემ სააკაშვილის ადვოკატები სიცრუეში დაადანაშაულა და სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები გაასაჯაროვა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი „არაადამიანურ მოპყრობასთან" დაკავშირებით ბრალდებებს უპასუხა.
სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ციტატა მოიყვანა ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას სიტყვიდან, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი გადმოათრიეს მანქანიდან და პრაქტიკულად 30 მეტრი საავადმყოფოს კორპუსამდე ათრიეს.

„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე... რეანიმობილი გაჩერებულია პირდაპირ დაწესებულების კართან, სადაც მას ვერავინ დაინახავდა... პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანიმობილიდან და შესახლებულიყო დაწესებულებაში. ამ დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს", – განაცხადა ბრეგაძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ისე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, აღნიშნა მინისტრმა.
„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული და იცოდეს სიმართლე. სწორედ ამ მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებში პატიმარი სააკაშვილი, ასევე პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს", – აღნიშნა ბრეგაძემ.
მინისტრმა ასევე განმარტა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზები.
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
იუსტიციის სამინისტროს ვერსია სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე
მინისტრის თქმით, სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის ნაწილზე და, შესაბამისად, გაიზარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად მიიღეს გადაწყვეტილება მისი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, სადაც სამედიცინო დაკვირვება მასზე იქნებოდა უფრო მჭიდრო და რისკი მაქსიმალურად მინიმიზებული.
გვარამია: რა დააკისრა სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით>>
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ „ნაცმოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.
ყველა ახალი ამბავი
0