https://sputnik-georgia.com/20211111/iusticiis-saministros-versia-strasburgis-sasamartlos-gadawyvetilebaze-261970645.html
იუსტიციის სამინისტროს ვერსია სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე
იუსტიციის სამინისტროს ვერსია სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბრამდე ყოველდღიურად უნდა წარუდგინონ. 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T10:07+0400
2021-11-11T10:07+0400
2021-11-11T16:41+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_0:189:2965:1857_1920x0_80_0_0_600ad0e40fc989eb52f261ce06b26c8a.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, მაგრამ მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება მისი მდგომარეობის შესახებ 24 ნოემბრამდე. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას აცნობეს, რომ სააკაშვილის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სააკაშვილის №18 სამკურნალო დაწესებულებიდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს.მისი თქმით, ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 24 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შესახებ.მანამდე სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალდებულა, ასევე სასამართლოსთვის ინფორმაციის ყოველდღიური მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაავალდებულა საქართველოს ხელისუფლება, უზრუნველყოს სააკაშვილის ადეკვატური რეაბილიტაცია და მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, ადვოკატების თქმით, ამჟამად უარს ამბობს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.
https://sputnik-georgia.com/20211110/nacmozraobam-saakasvilis-mxardasawerad-axali-aqcia-daaanonsa-261962399.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_118:0:2847:2047_1920x0_80_0_0_d4b8358a53aaef19e17cc32699356309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
იუსტიციის სამინისტროს ვერსია სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე
10:07 11.11.2021 (განახლებულია: 16:41 11.11.2021) სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბრამდე ყოველდღიურად უნდა წარუდგინონ.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, მაგრამ მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება მისი მდგომარეობის შესახებ 24 ნოემბრამდე. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავის
Facebook-გვერდზე დაწერა.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას აცნობეს, რომ სააკაშვილის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სააკაშვილის №18 სამკურნალო დაწესებულებიდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს.
„სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის დაკისრების ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა", – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 24 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შესახებ.
მანამდე სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალდებულა, ასევე სასამართლოსთვის ინფორმაციის ყოველდღიური მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაავალდებულა საქართველოს ხელისუფლება, უზრუნველყოს სააკაშვილის ადეკვატური რეაბილიტაცია და მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, ადვოკატების თქმით, ამჟამად უარს ამბობს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.