https://sputnik-georgia.com/20211110/saakasvilis-advokatebma-sasamartlo-darbazodatoves-261959132.html
სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვეს
სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვეს
Sputnik საქართველო
ციხის ადმინისტრაციამ უარი თქვა სააკაშვილის სასამართლოს დარბაზში გადაყვანაზე, რამაც დაცვის მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T17:21+0400
2021-11-10T17:21+0400
2021-11-10T22:28+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251403661_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_6865dda4c6f6cbec3b21dad47dcac794.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომა დატოვეს მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ელიეშვილმა უარი თქვა სხდომაზე კიდევ ორი ადვოკატის - ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილის დაშვებაზე.სხდომათა დარბაზი დატოვეს ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ. დღეს ციხის ადმინისტრაციამ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ამან დაცვის მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. ადვოკატები ასევე მოითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესის გაშუქებაში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, მასმედიის სხვა წარმომადგენლებიც ჩართულიყვნენ.სასამართლო სხდომა სააკაშვილის ადვოკატების გარეშე გაგრძელდა.თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტელეკომპანია „იმედის", 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ მითვისების საქმის განხილვა გაიმართა.სასამართლომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა. აღკვეთის ღონისძიების გადახედვა ყოველი ცხრა თვის შემდეგ ხდება, როდესაც პატიმრობის შესახებ უკვე შეფარდებული ზომა ძალას კარგავს. სააკაშვილისთვის მორიგი ცხრათვიანი ვადა, რომელიც თავის დროზე მას დაუსწრებლად შეუფარდეს, 10 ნოემბერს იწურებოდა.7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო ლია ორკოდაშვილის, ნინო ელიეშვილისა და მაია ქოქიაშვილის შემადგენლობით.დღევანდელი პროცესი საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა იყო. თავად პროცესი 2015 წლის ივნისში დაიწყო.სააკაშვილსა და სხვა ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ უფლებამოსილების გადამეტებაში, მათ ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი" და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
https://sputnik-georgia.com/20211110/mosamartlem-saakashvilis-sasamartloshi-miyvanaze-uari-ganacxada-261955781.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251403661_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b575bd15fa01b7a32bcb6aa3785b1e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვეს
17:21 10.11.2021 (განახლებულია: 22:28 10.11.2021) ციხის ადმინისტრაციამ უარი თქვა სააკაშვილის სასამართლოს დარბაზში გადაყვანაზე, რამაც დაცვის მხარის უკმაყოფილება გამოიწვია.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სხდომა დატოვეს მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ელიეშვილმა უარი თქვა სხდომაზე კიდევ ორი ადვოკატის - ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილის დაშვებაზე.
სხდომათა დარბაზი დატოვეს ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ.
დღეს ციხის ადმინისტრაციამ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ამან დაცვის მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. ადვოკატები ასევე მოითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესის გაშუქებაში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, მასმედიის სხვა წარმომადგენლებიც ჩართულიყვნენ.
„მე ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს, ვიდრე არ გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საკითხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს მისი იურიდიული მხარდაჭერა, მე აზრს ვერ ვხედავ", – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სასამართლო სხდომა სააკაშვილის ადვოკატების გარეშე გაგრძელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტელეკომპანია „იმედის", 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ მითვისების საქმის განხილვა გაიმართა.
სასამართლომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა. აღკვეთის ღონისძიების გადახედვა ყოველი ცხრა თვის შემდეგ ხდება, როდესაც პატიმრობის შესახებ უკვე შეფარდებული ზომა ძალას კარგავს. სააკაშვილისთვის მორიგი ცხრათვიანი ვადა, რომელიც თავის დროზე მას დაუსწრებლად შეუფარდეს, 10 ნოემბერს იწურებოდა.
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო ლია ორკოდაშვილის, ნინო ელიეშვილისა და მაია ქოქიაშვილის შემადგენლობით.
დღევანდელი პროცესი საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა იყო. თავად პროცესი 2015 წლის ივნისში დაიწყო.
სააკაშვილსა და სხვა ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ უფლებამოსილების გადამეტებაში, მათ ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი" და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.