მოსამართლემ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსააკაშვილის მომხრეთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
სააკაშვილის მომხრეთა აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, შენობასთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული – სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა არ დააკმაყოფილა სასამართლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასწრების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის დაყენებას გეგმავდა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა სააკაშვილის სასამართლოში მიყვანა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლის აღნიშნულ გადაწვეტილებაზე პროტესტი გამოთქვა საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც მოსამართლე მიკერძოებულობასა და ხელისუფლების მითითების აღსრულებაში დაადანაშაულა, რისთვისაც იგი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ მითვისების საქმეზე სასამართლო პროცესი. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა იგი პროცესს არ ესწრება. პენიტენციურმა სამსახურმა უსაფრთხოებიდან და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლოში მის მიყვანაზე უარი განაცხადა.
სასამართლო სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე მსჯელობს. აღკვეთის ღონისძიების გადახედვა ყოველი ცხრა თვის შემდეგ ხდება, როდესაც პატიმრობის შესახებ უკვე შეფარდებული ზომა ძალას კარგავს. სააკაშვილისთვის მორიგი ცხრათვიანი ვადა, რომელიც თავის დროზე მას დაუსწრებლად შეუფარდეს, 10 ნოემბერს იწურება.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
სასამართლო პროცესი სააკაშვილის გარეშე: რა ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოში
დღევანდელი პროცესი საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომაა. თავად პროცესი 2015 წლის ივნისში დაიწყო.
სააკაშვილსა და სხვა ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ უფლებამოსილების გადამეტებაში, მათ ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
ყველა ახალი ამბავი
0