https://sputnik-georgia.com/20211110/sasamartlo-procesi-saakashvilis-gareshe-261953029.html
სასამართლო პროცესი სააკაშვილის გარეშე: რა ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოში
სასამართლო პროცესი სააკაშვილის გარეშე: რა ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოში
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც... 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T15:05+0400
2021-11-10T15:05+0400
2021-11-10T20:29+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261948646_0:83:1132:720_1920x0_80_0_0_04fc6ee17ec96c7aaf6be3c7c1b0821b.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც ბრალდებული არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნები.სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, შენობასთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული – სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. უკვე ცნობილია, რომ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციამ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო, უარი განაცხადა სააკაშვილის ეტაპირებაზე. შესაბამისად, დღევანდელი პროცესი სააკაშვილის გარეშე ტარდება.ამ დროისათვის ცნობილია, რომ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცათ მხოლოდ მხარეთა ადვოკატებს, დამკვირვებლებს, საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. წინასწარი ინფორმაციით, სხდომის გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა.პროცესს ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილისა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატები. რაც შეეხება საქმის ფიგურანტებს, სხდომას მათგან მხოლოდ გიგი უგულავა ესწრება.სხდომაზე ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე სხვა ტელეარხების დასწრების ან „პირველი არხისთვის" სხდომის პირდაპირ ეთერში გაშუქების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლე ნინო ელენიშვილმა არ დააკმაყოფილა. ეს საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომაა. თავად პროცესი 2015 წლის ივნისში დაიწყო.სააკაშვილსა და სხვა ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ უფლებამოსილების გადამეტებაში, მათ ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
https://sputnik-georgia.com/20211110/penitenciuri-samsaxuri-ganmartebas-aketebs-saakashvilze-261950879.html
https://sputnik-georgia.com/20211110/ass-saqartvelos-xelisuflebas-mouwodebs-saakasvils-samartlianad-moepyran-261949640.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261948646_64:71:929:720_1920x0_80_0_0_1b002395875842a861c28efce399a4f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც ბრალდებული არიან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მმართველობის პერიოდის სხვა მაღალჩინოსნები.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, შენობასთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული – სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
უკვე ცნობილია, რომ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციამ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო, უარი განაცხადა სააკაშვილის ეტაპირებაზე. შესაბამისად, დღევანდელი პროცესი სააკაშვილის გარეშე ტარდება.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცათ მხოლოდ მხარეთა ადვოკატებს, დამკვირვებლებს, საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. წინასწარი ინფორმაციით, სხდომის გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა.
პროცესს ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილისა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატები. რაც შეეხება საქმის ფიგურანტებს, სხდომას მათგან მხოლოდ გიგი უგულავა ესწრება.
სხდომაზე ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე სხვა ტელეარხების დასწრების ან „პირველი არხისთვის" სხდომის პირდაპირ ეთერში გაშუქების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლე ნინო ელენიშვილმა არ დააკმაყოფილა.
ეს საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომაა. თავად პროცესი 2015 წლის ივნისში დაიწყო.
სააკაშვილსა და სხვა ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ უფლებამოსილების გადამეტებაში, მათ ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა დარბევა და არალეტალური იარაღის გამოყენება მოხდა.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის ბრძანებით ჩინოვნიკებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.