https://sputnik-georgia.com/20211110/ass-saqartvelos-xelisuflebas-mouwodebs-saakasvils-samartlianad-moepyran-261949640.html
აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს
აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს
Sputnik საქართველო
ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T14:31+0400
2021-11-10T14:31+0400
2021-11-10T20:59+0400
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_629:410:3000:1743_1920x0_80_0_0_049a5aa9a99de18349f0d44b20f8b7db.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „სამართლიანად და ღირსეულად" მოექცეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა ბრიფინგზე.ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 41-ე დღეა შიმშილობს, რუსთავის მე-12 საპატიმროდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტი, მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამებრძოლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებას ითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგია.გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სააკაშვილისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის კუთხით.„მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, გაუწიოს მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს პირადი ინფორმაციის დაცვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", – განაცხადა პრაისმა.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მისი უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.ოპოზიცია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სააკაშვილი უბრალოდ „გაიტაცეს" და უკანონოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ორშაბათს აქციაზე განაცხადა, რომ პარტია განაგრძობს ბრძოლას მისი გათავისუფლებისთვის.სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოლახა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი დაუსწრებლად. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოლახვა, განხილვის პროცესშია.ექს-პრეზიდენტი ბრალდებებს გაყალბებულს და თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211110/penitenciuri-samsaxuri-etapirebaze-uars-acxadebs-261948710.html
https://sputnik-georgia.com/20211109/geninspeqciam-saakashvilis-saqmeze-gamozieba-daiwyo-261904490.html
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_554:0:2979:1819_1920x0_80_0_0_7fe9966c3925afdfebc5099d1a2af4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს
14:31 10.11.2021 (განახლებულია: 20:59 10.11.2021) ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „სამართლიანად და ღირსეულად" მოექცეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა ბრიფინგზე.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 41-ე დღეა შიმშილობს, რუსთავის მე-12 საპატიმროდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტი, მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამებრძოლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებას ითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
„ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და მისდამი მოპყრობასთან დაკავშირებით. გავეცანით სახალხო დამცველის განცხადებებსაც. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას... მოექცნენ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", – განაცხადა პრაისმა.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სააკაშვილისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის კუთხით.
„მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, გაუწიოს მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს პირადი ინფორმაციის დაცვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", – განაცხადა პრაისმა.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მისი უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ოპოზიცია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სააკაშვილი უბრალოდ „გაიტაცეს" და უკანონოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ორშაბათს აქციაზე განაცხადა, რომ პარტია განაგრძობს ბრძოლას მისი გათავისუფლებისთვის.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოლახა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი დაუსწრებლად. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოლახვა, განხილვის პროცესშია.
ექს-პრეზიდენტი ბრალდებებს გაყალბებულს და თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.