ინსულტი: ვერაგი დაავადების წინასწარი ნიშნები ქალებსა და მამაკაცებში

© Photo: Pixabayპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ინსულტი ყოველწლიურად საშუალოდ 15 მილიონ ადამიანს ემართება.
ინსულტი მაშინ ხდება, როდესაც თავის ტვინში სისხლის მიწოდება უეცრად წყდება. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე დარჩენილი ნერვული უჯრედები კი უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ იღუპება. ეს ძალიან საშიშია.
გახსოვდეთ: ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ინსულტი არ დაგემართებათ. მაგრამ მისი რისკის შემცირება კი შეიძლება. ამისათვის საკმარისია მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და გააკონტროლოთ ქრონიკული დაავადებები.
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ცხიმოვანი ღვიძლი: „მდუმარე“ დაავადების ოთხი ნიშანი ხელებზე – ბრიტანელი ექიმების რჩევა
ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ, რომლებიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ ინსულტი და სწორად იმოქმედოთ.

საინტერესო ფაქტები

მსოფლიოში ინსულტის შემთხვევა ყოველ 40 წამში მეორდება;
დაავადების შედეგად ყოველ ოთხ წუთში ერთი ადამიანი იღუპება;
ქვეყნების უმეტესობაში ინსულტი უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს;
ინსულტი არ არის „ბებრული დაავადება“, ის ნებისმიერს შეიძლება დაემართოს — მოზარდებს, ბავშვებს, ახალშობილებს და მუცლად მყოფებსაც კი.

დაიმახსოვრეთ აბრევიატურა FAST

ეს აბრევიატურა ინსულტის სამ უმთავრეს ნიშანს და მოქმედების სწორ ალგორითმს აღწერს.

Face — სახე. ინსულტის დროს სახის ნახევარი „მორღვეულია“, ადამიანი ვერ იმორჩილებს მას, პირის კუთხე და თვალი კი ქვემოთაა დაქაჩული;
Arms — ხელები. პაციენტი ვერ სწევს ხელს ზემოთ და ვერ იკავებს მათ აწეულს, გრძნობს სისუსტეს, ან ერთ-ერთი ხელი უბუჟდება;
Speech — მეტყველება. ვერ ლაპარაკობს ან ურევს სიტყვებს, ზოგ შემთხვევაში ვერ აღიქვამს რას ეუბნებით;
Time — დრო. იმოქმედეთ სწრაფად — გამოიძახეთ ექიმი!
წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
აუცილებლად გაიზომეთ წნევა ორივე ხელზე - ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია

ინსულტის ნიშნები ქალებში

საინტერესოა, რომ ზოგჯერ ქალებში თავს იჩენს უნიკალური სიმპტომები, რომლებიც არ გვხვდება კაცებში. ესენია:
ცნობიერების დაკარგვა;
საერთო სისუსტე;
მძიმე სუნთქვა ან ქოშინი, ჰაერის უკმარისობა;
გულისრევა, პირღებინება;
სლოკინი;
კრუნჩხვა;
ძლიერი აღგზნებადობა;
ჰალუცინაციები;
არეული ცნობიერება, დეზორიენტაცია;
ქცევის უეცარი შეცვლა, ქალს ავიწყდება, რას აკეთებდა ან სად მიდიოდა.
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2019
მხოლოდ ქალებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გულის შეტევის წინ

ინსულტის ნიშნები მამაკაცებში

თავის ტკივილი, რასაც შეიძლება ახლდეს პირღებინება;
უეცარი სისუსტე და თავბრუსხვევა;
გართულებული მეტყველება;
გარემოს აღქმის გაძნელება;
მხედველობის გაუარესება;
ცნობიერების დაბინდვა.

გახსოვდეთ: ინსულტისას ყველაზე ძვირფასი დაავადების პირველი წუთები და საათებია, როდესაც სამედიცინო დახმარება ეფექტური შეიძლება იყოს.

მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ინსულტამდე ერთი თვით ადრე სხეული ადამიანს სხვადასხვა სახის სიგნალებს უგზავნის და მოსალოდნელ საფრთხეს ატყობინებს. ექიმები ამბობენ, რომ ამ ნიშნების იგნორირება არაფრით არ შეიძლება და მათ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
 რენტგენი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
ფილტვის კიბოს ადრეული ნიშნები: სიმპტომები თითებზე, სახეზე, კისერსა და მხრებზე
რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ამ სიგნალებს თავად ტვინი გიგზავნით, რომელიც „ყოველდღიურ სამუშაოს“ უკვე ვეღარ ასრულებს. ამიტომ მედიკოსები კატეგორიულად გირჩევენ, ნებისმიერ მათგანის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოთ ექიმს და გამოკვლევა ჩაიტაროთ.

ინსულტის ადრეული სიმპტომები

ჰალუცინაციები − შეიძლება იყოს ნებისმიერი სახისა: მხედველობითი, სმენითი და ყნოსვითი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ისეთ ძლიერ პრეპარატებს არ იღებთ, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მაშინ ჰალუცინაცია თავის ტვინის უჯრედების კვდომის უეჭველი ნიშანია და ამას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
გვირაბული ხედვა − ანუ, როდესაც წინ კარგად ხედავთ, გვერდულად კი ვერა. თუ მსგავსი სიმპტომი თანდათან ჩამოგიყალიბდათ, ეს სხვაა, მაგრამ თუ მხედველობა რამდენიმე წამში გაგიუარესდათ, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. იგივე შეიძლება ითქვას მხედველობისა თუ სმენის ნებისმიერი სხვა სახის მყისიერ დარღვევაზე.
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
რა დაავადებებზე მეტყველებს ცივი ხელები: ექიმი მიზეზებს ასახელებს
თავის ტკივილი − მკვეთრი ტკივილი, რომელიც უეცრად იწყება. განსაკუთრებით საყურადრებოა, თუ მსგავსი რამ მანამდე არ დაგმართიათ. სასწრაფოდ ექიმთან!
მოძრაობის დარღვევა − დადექით სარკესთან ან სთხოვეთ ახლობლებს, დააკვირდნენ თქვენს მოძრაობას. ასწიეთ ორივე ხელი, შემდეგ დაწექით და ასწიეთ ორივე ფეხი. თუ მოძრაობა არასინქრონულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგივე ეხება ასიმეტრიულ ღიმილს.
მეტყველების დარღვევა − ეს სიმპტომი შეიძლება თქვენ ვერც კი შეამჩნიოთ. ამიტომ თუ ვინმემ გითხრათ, რომ მეტყველება დარღვეული გაქვთ, მაშინვე სასწრაფოში დარეკეთ. გარდა ამისა, შესაძლოა ასევე გაგიჭირდეთ ირგვლივ მყოფთა საუბრის გაგებაც.
წნევის მკვეთრი ცვალებადობა − ეს სიგნალი სერიოზულ პათოლოგიაზე მიანიშნებს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ მკურნალობა და არ დაელოდოთ უფრო სერიოზული პრობლემების გაჩენას.
კოორდინაციის დაკარგვა − ეს სიმპტომი აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ტვინს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არ მიეწოდება. ამიტომ სასწრაფოდ ექიმს მიაშურეთ.
ყველა ახალი ამბავი
0