ფილტვის კიბოს ადრეული ნიშნები: სიმპტომები თითებზე, სახეზე, კისერსა და მხრებზე

© photo: Sputnik / Anton Vergun / გადასვლა მედიაბანკში რენტგენი
 რენტგენი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ფილტვის კიბო შეიძლება განვითარდეს ფილტვების ან სასუნთქი გზების ნებისმიერ ნაწილში, დაავადების შემთხვევები ხშირდება ასაკის მატებასთან ერთად, წერს გამოცემა Daily Exspress-ი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე (NHS) დაყრდნობით.
სისხლის ანალიზი ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2020
სისხლის კიბოს ადრეული ნიშნები: პროფესორი განმარტავს
NHS-ის სპეციალისტების თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე, როგორც წესი, ავადმყოფობის ნიშნები შეუმჩნეველია და ისინი დაავადების პროგრესირებასთან ერთად იჩენს თავს. თუმცა მათ დაადგინეს ფილტვის კიბოს ადრეული და ნაკლებად გავრცელებული სიმპტომები, რომლებიც ზოგმა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს.
ამ სიმპტომებს შორისაა:
თითების გარეგნული ცვლილებები, მაგალითად, როდესაც თითები იგრიხება ან თითების წვერები დიდდება;
სახის ან კისრის შეშუპება;
მუდმივი ტკივილი გულ-მკერდის ან მხრების არეში.
რაც შეეხება ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს, ესენია: ხანგრძლივი ხველა, ცვლილებები ხველაში, გულ-მკერდის განმეორებადი ინფექციები, მადის დაკარგვა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და წონის კლება.
ყველა ახალი ამბავი
0