დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ოქტომბერი

© Sputnik / Alexander Imedashviliშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 30 ოქტომბერია, შაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დიდი ალბათობით, მსუბუქი და უღრუბლო დღე არ იქნება, მაგრამ არც გადაულახავი პრობლემები გაჩნდება. ხშირად გახდება საჭირო ადამიანებთან ურთიერთობების უნარი, მაგალითად, მცირე დათმობაზე წასვლა, რომ სერიოზული უთანხმოება და კონფლიქტი არ გაჩაღდეს. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 29 ოქტომბერი>>
ვერძი: განსაკუთრებულად ნაყოფიერი დღე არ იქნება, მაგრამ, სამაგიეროდ, მოგეცემათ დასვენების და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება. სახლში გამოჩნდება არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ საინტერესო საქმეები. შეგიძლიათ დაუბრუნდეს იმას, რაც ადრე თქვენი შესწავლის საგანი იყო. დღეს ადვილად მოახერხებთ იმაში გარკვევას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო ახალ ამბავს გაიგებთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2020
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა
კურო: აჩქარება საჭირო არაა. დღის პირველი ნახევარი მსუბუქად და სასიამოვნოდ ჩაივლის, თუ დასახული მიზნების მაშინვე მიღწევას არ შეეცდებით. ეს დრო უფრო დასვენებისთვის გამოდგება, ვიდრე დამღლელი საქმიანობისთვის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დაწყობა. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში კარგი სიახლეებია მოსალოდნელი. შესაძლებელია სასიამოვნო ვიზიტები.
ტყუპი: დღის პირველ ნახევარში გაგიჩნდებათ კარგი იდეები. შესაძლოა, მათი რეალიზება მაშინვე ვერ მოახერხოთ, მაგრამ მოგვიანებით დაუბრუნდებით ჩანაფიქრს. გამოჩნდებიან დამხმარეებიც. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, რომ განახორციელოთ დიდი ხნის გეგმა. დიდი ალბათობით, ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან. იქნება რაღაც მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის საშუალება. საღამოს სიურპრიზებია მოსალოდნელი.
კირჩხიბი: სიჩქარეა საჭირო. დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებულად ნაყოფიერი და საინტერესო იქნება, რომელიც მნიშვნელოვანი საქმეებისა და ახალი წამოწყებებისთვის გამოდგება. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, საჭირო შედეგის მიღწევას სწრაფად შეძლებთ. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერია, მაგრამ სასიამოვნო – გექნებათ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების შესაძლებლობა.
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2019
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს შემთხვევითი შეხვედრები, სასიამოვნო საუბრები. არაა გამორიცხული, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. გექნებათ ძველი კავშირების აღდგენის შესაძლებლობა. ინტუიცია დაგეხმარებათ დაკარგული ურთიერთობების აღდგენაში. მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა ჯერ არ იჩქაროთ.
ქალწული: კარგი დღეა იმისთვის, რომ მიუბრუნდეთ საქმეს, რომელიც აქამდე არ გამოგდიოდათ. მიხვდებით, როგორ დაამთავროთ ის. მოახერხებთ იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც თქვენ და თქვენს ახლობლებს აწუხებთ. ამისთვის ძალისხმევა დაგჭირდებათ. კარგი დღეა ურთიერობებისთვის ადამიანებთან, რომლებიც ძალიან ძვირფასია თქვენთვის. ადვილი იქნება მათთან შეთანხმება.
სასწორი: გელოდებათ იღბლიანი შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობობა. საერთო ენის გამონახვას სრულიად განსხვავებულ ადამიანებთანაც შეძლებთ. შესაძლებელია, რომ იმსჯელოთ რთულ საკითხებზე, რამე სახის პრეტენზიები და წყენა მოსალოდნელი არ არის, საუბრები მშვიდობიანად და კონსტრუქციულად ჩაივლის. ზოგიერთ თქვენგანს განსაკუთრებულად გამძაფრებული ექნება ინტუიცია საქმიანობასთან დაკავშირებით.
გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2019
სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის
მორიელი: საინტერესო დღე და სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება, რომლებიც საინტერესო იდეებს გააჩენს. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება. მათ კარგად გაუმკლავდებით და ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. სწრაფად გაუმკლავდებით მცირე ყოფით პრობლემებს, რომლებიც დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. კარგად ჩაივლის შოპინგი.
მშვილდოსანი: რამდენადმე ქარაფშუტულად ეკიდებით საქმეებს და იღბლის იმედი გაქვთ. სჯობს, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. საქმეებისადმი სერიოზული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება წარმატების გარანტი იქნება, ასე რომ, სანამ მუშაობას დაიწყებთ, შესაბამისად განეწყვეთ. შესაძლებელია კარგი სიახლეები, რომლებიც რაღაც ოჯახური გეგმების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
თხის რქა: მშვიდი და ხელსაყრელი დღე გელოდებათ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან. გამოიყენეთ მათი კეთილგანწყობა იმისთვის, რომ დაგროვებულ საქმეებს გაუმკლავდეთ. წვრილმანებზე დროს არ დაკარგავთ და დაწყებულის დამტავრებას სწრაფად შეძლებთ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან საუბრები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საერთო გეგმების განსახილველად. ხართ ენთუზიაზმით სავსე.
ციფრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ
მერწყული: დიდ დროს წაგართმევთ საუბრები. ბევრი საკითხი გაქვთ განსახილველი და საერთო გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის იოლი არ იქნება. შეეცდებით სერიოზული უთანხმოებების თავიდან აცილებას. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, თუმცა არ ღირს აჩქარება. არ გქონდეთ იმის იმედი, რომ საჭირო შედეგს უმოკლეს ვადებში მიიღებთ, ცოტა მოცდა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში თანხის მიღება გელოდებათ.
თევზები: საინტერესო და დატვირთული დღე გელოდებათ. შეძლებთ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას. მოგიწევთ სხვისი პრობლემების გადაჭრაც, მაგრამ ეს არ გაგაღიზიანებთ, პირიქით, გაგიხარდებათ, რომ სხვების დახმარებას შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები უკეთესობისკენ. შეილება მნიშვნელოვან საკითხებზე დალაპარაკება.
ყველა ახალი ამბავი
0