დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 29 ოქტომბერი

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 29 ოქტომბერია, პარასკევი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
იღბალი იმის გვერდით იდგება, ვისაც არ ეშინია მტკიცე მოქმედებების. ვარსკვლავები ენერგიით, საკუთარი რწმენითა და იღბლით გვაჯილდოებენ, ასე რომ, ყველაზე გონივრულია ამ საჩუქრების გამოყენება და სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. დღეს ყველაზე უიმედო პროექტიც კი შეიძლება ამუშავდეს. წარმატებას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ კოლეგებთან და ახლობლებთან გაუგებრობებმა. ამიტომ ეცადეთ, ირგვლივ მყოფებზე ზეწოლა არ მოახდინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრს პასუხს მიიღებთ და ამ დღის პოტენციალი წყალში გადაიყრება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 28 ოქტომბერი>>
ვერძი: გარშემომყოფებს თქვენს უპირატესობას აჩვენებთ, თუნდაც ამას შეგნებულად არ აკეთებდეთ. უბრალოდ, ბევრ საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, გონებამოკრებილი. ამის წყალობით ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა შეგიძლიათ. ამასთან, ირგვლივ მყოფებს ქედმაღლურად არ მოექცევით. თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს და შურს თქვენი - ეს მისი პრობლემაა.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2018
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
კურო: დღეს უცნობ თანამოსაუბრეშიც კი შეგიძლიათ სულიერად მონათესავე ადამიანის პოვნა. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების დიდი სურვილი, განსაკუთრებით თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. ამასთან, მხოლოდ ახლობლების გარემოცვა არ დაგაკმაყოფილებთ. გაგიჩნდებათ ახალი ნაცნობობის ან ვინმესთან დაახლოების სურვილი. საუბარი ბავშვთან, კოლეგასთან თუ სრულიად უცნობ ადამიანთან შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს და ბევრ რამეზე დაგაფიქროთ.
ტყუპი: არ უნდა იჩქაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაუფიქრებელ და სპონტანურ საქციელს, ასევე ყველაფრის სწრაფად გაკეთების სურვილს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. თუნდაც სრულად იყოთ დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებებში, ნამდვილად ღირს, რომ საერთოდ გადადოთ ეს საქმე სამომავლოდ და თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და ყველაფერი გათვალოთ.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომელიმე საკითხში თქვენი ძალა აჩვენოთ. ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ თავდაჯერებული, მტკიცე, მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში - სახლშიცა და სამუშაოზეც - შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ მყარად დგახართ და მტკიცედ ხართ განწყობილი. ამ პრინციპული პოზიციის წყალობით გარშემომყოფებს მოუწევთ თქვენი მოსაზრებების გაზიარება და კომპრომისებზე წასვლა.
პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2018
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"
ლომი: დღეს გაიგებთ, რა არის, იყო მოუთვინიერებელი. ვარსკვლავები უზრუნველყოფენ თქვენს ენერგიულობას და ეს უზარმაზარი შესაძლებლობების გასაღებია. დღეს შეგიძლიათ ის, რაც აქამდე არარეალურად გეჩვენებოდათ. გაქვთ შანსი, გადადგათ ნაბიჯი მიზნისკენ, მიუახლოვდეთ რთული ამოცანის გადაწყვეტას ან ჩიხიდან გამოსავალი იპოვოთ. თქვენთვის არ იქნება ისეთი დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. და ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.
ქალწული: დღეს მთელი ძალებით შეეცდებით დაიმალოთ სხვისი დაჟინებული მცდელობისგან, რომ უცერემონიოდ შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში. განწყობა გაქვთ, რომ მშვიდად გააკეთოთ თქვენი საქმეები, მაგრამ გარშემომყოფები მუდმივად ცდილობენ თქვენი ყურადღების მიქცევას - ხან რაღაცას მოითხოვენ, გთხოვენ ან პრეტენზიებს გიყენებენ. არის რისკი, რომ დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა დაგიგროვდეთ. ერთი ნაპერწკალიც საკმარისი იქნება, რომ უზარმაზარი "აფეთქება" მოხდეს.
სასწორი: დღეს ღირებულ იდეებსა და აზრებს "გადმოაფრქვევთ". გაქვთ სურვილი, რომ ეს აზრები სასწრაფოდ გაუზიაროთ სხვებს. თუ ვერ მოახერხეთ ამის გაკეთება. არ იდარდოთ. საკმარისია, ერთი მსმენელი იპოვოთ, რომელიც ხელს არ შეგიშლით ლაპარაკში. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა სრულყოფამდე მიიყვანოთ და დაუმუშავებელი ალმასისგან ბრილიანტი მიიღოთ.
თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2019
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში
მორიელი: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ. თუნდაც ისინი თქვენ გზაზე არ იდგნენ და თქვენს მუშაობას არანაირად არ უშლიდნენ ხელს, მაინც მოგეჩვენებათ, რომ ისინი თავიანთი მხოლოდ არაორგანიზებული იერით მნიშვნელოვანი საქმეებისგან თქვენს მოწყვეტას ცდილობენ. მათ "გონზე მოსაყვანად" შეიძლება უამრავი დრო დაკარგოთ. ირგვლივ მყოფები კი იფიქრებენ, რომ სულ ტყუილუბრალოდ "უკირკიტებთ" მათ. და პრინციპში, მართალიც იქნებიან.
მშვილდოსანი: გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალსა და საინტერესოს "შეეჯახოთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ახალი ცოდნა, რაღაც ყოვლის მომცველი შთაბეჭდილება ან გრძნობები. თქვენც არ ხართ განწყობილი, რომ გულხელდაკრეფილი ისხდეთ. მიიწევთ წინ, თქვენი გონება და გული გახსნილია, ცნობისწადილი კი თამამი და მოულოდნელი ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ.
თხის რქა: დღეს მოსალოდნელია, რომ ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოთ. შესაძლოა, ვინმემ პირდაპირ მოგახალოთ უსიამოვნო რაღაცები. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არ შეგაშფოთებთ - ხართ საბრძოლოდ განწყობილი და ხელიდან არ გაუშვებთ შანსს, რომ კონკურენტი უკან ჩამოიტოვოთ... ან დაუმეგობრდეთ მას. ვერაფერს გააწყობთ - თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს პარადოქსულად მოეჩვენებათ. სინამდვილეში კი სიტუაცია რამდენიმე სვლით წინ გაქვთ გათვლილი და თამამ გეგმებს აწყობთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მერწყული: დღეს თქვენი მთავარი მიზანია, ვინმეს (სულერთია, ვის) ეკამათოთ და რაზე - ამას მნიშვნელობა არა აქვს. გაქვთ განწყობა, რომ ყველას თქვენი მოსაზრებების სისწორე დაუმტკიცოთ. თუნდაც ადამიანი გეთანხმებოდეთ, მაინც მოძებნით მასთან კამათის საბაბს. მოხერხებულად შეგიძლიათ თანამოსაუბრის პროვოცირება მხოლოდ იმისთვის, რომ დაუმტკიცოთ, რომ მართალი არ არის. ვერავინ ვერაფერს გახდება - ასეთი დღეს თქვენი განწყობა.
თევზები: რასაც არ უნდა მოკიდოთ დღეს ხელი, საქმისადმი ძალიან სერიოზული დამოკიდებულება გექნებათ. ეს ცუდი ნამდვილად არ არის, როდესაც საუბარი სამუშაოზე ან რამე მნიშვნელოვან პროექტზეა. თუმცა ასეთი დამოკიდებულება გექნებათ უბრალო ყოფით საკითხებშიც. ასეთმა განწყობამ ყველა ფრონტზე შეიძლება საერთოდ გამოგაცალოთ ძალა. ეს რომ არ მოხდეს, დილითვე განსაზღვრეთ პრიორიტეტები, გაარკვიეთ, რისთვის ღირს ბრძოლა და რისთვის - არა.
ყველა ახალი ამბავი
0