დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 28 ოქტომბერი

© Pixabay / Peggy_Marcoსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 28 ოქტომბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღე მშფოთვარედ დაიწყება. გართულდება აზრების მოკრება, გეგმების განსაზღვრა. ზოგიერთს ერთდროულად და სწრაფად მოუნდება ყველაფერი, ზოგი კი ვერ გაერკვევა, აქვს თუ არა რამე სურვილი. ადამიანებს საერთო ენის პოვნა გაუჭირდებათ, არ არის გამორიცხული უთანხმოებები. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. არის წარმატებების მიღწევის შანსები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 27 ოქტომბერი>>
ვერძი: შესანიშნავად გაუმკლავდებით რთულ ამოცანებს, გადალახავთ პროფესიულ სირთულეებს და გადაწყვეტთ პირად პრობლემებს. ამაში გამოცდილება და ჯანსაღი აზრი დაგეხმარებათ. სწორედ ამის წყალობით არ აჰყვებით პროვოკაციებს, არ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და არ დაუშვებთ შეცდომებს. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, ძალზე პროდუქტიული იქნება შემთხვევითი ნაცნობობა. დაოჯახებულებიც საკმაოდ კმაყოფილი იქნებიან თავიანთი ცხოვრებით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2018
მამაკაცების კომპლექსები და შიშები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: საკმაოდ ნაყოფიერი იქნება დღის დასაწყისი. შეძლებთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. დღის მეორე ნახევარში საორგანიზაციო საკითხებს დაუთმეთ. კარგი დროა დოკუმენტების შედგენის, სახელმწიფო ორგანიზაციებში მისვლისთვის. სასიყვარულო კავშირს რაც შეეხება, თუ ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა გინდათ, დღეს ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. ცოტა დაიცადეთ
ტყუპი: დღეს ადვილად აყენებთ თქვენს თავს სხვების ადგილზე. გარდა ამისა, კოლეგების ჩანაცვლებაც შეგიძლიათ. ამით თავს საუკეთესო მხრიდან წარმოადგენთ და აჩვენებთ, რომ ნებისმიერ ამოცანას ბრწყინვალედ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. წარმატებით გამართავთ მოლაპარაკებებს. შეძლებთ რაღაც პროექტზე შეთანხმებას. გაგახარებთ ოჯახური ურთიერთობები. საყვარელ ადამიანთან საკმაოდ სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ.
კირჩხიბი: დიდი ალბათობით, მთელ დღეს ოცნებებში გაატარებთ. შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ კოლეგას ერთობლივ მუშაობას დაჰპირდით, ან შეხვედრა გქონდათ დათქმული. ვარსკვლავები გირჩევენ, მოძებნოთ ადამიანი, რომელიც ღრუბლებიდან მიწაზე დაშვებაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს თქვენი სასიყვარულო კავშირის დამალვა მოგიწიოთ. ამან თქვენს პარტნიორს შეიძლება აფიქრებინოს, რომ ამ ურთიერთობების გრცხვენიათ. ამიტომ დაფიქრდით, გიღირთ თუ არა ასე მოქცევა.
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის
ლომი: რთული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფრის უტრირებას ცდილობთ - დადებითისაც და უარყოფითისაც. ეს არსებითად იმოქმედებს გარშემომყოფებზე და გარკვეულ უნდობლობასაც გამოიწვევს. ხართ ძალზე ყურადღებიანი და დაკვირვებული, თუ ისეთი რამ ხდება, რაშიც ვერ გაერკვიეთ, მაშინვე ამოწმებთ. ურთიერთობები სასიყვარულო პარტნიორთან სტაბილურია. ზოგიერთს ახალი რომანი სასიცოცხლო ენერგიით აავსებს.
ქალწული: ჩაეჭიდეთ იმას, რაც გაქვთ. ნუ გამოეკიდებით რაღაც დიდს და თქვენი აზრით, უკეთესს. ხომ გაგიგიათ, ორი კურდღლის მდევარსო... ამიტომ ფრთხილად იყავით, ისიც არ დაკარგოთ, რაც გაქვთ. პირად ურთიერთობებში გააქტიურება ჯობია. ხშირად დაუკავშირდით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. ასე შეძლებთ რამე უსიამოვნებების აღკვეთას და დროულ დახმარებას. ეს გაითვალისწინეთ. მოგვიანებით ახლობელი ადამიანები ამისთვის მადლობას გადაგიხდიან.
სასწორი: დღე ძალიან გაჭიანურებული მოგეჩვენებათ, დრო თითქოს გაჩერდება. ამასთან, მოვლენები ადგილზე არ დგას და დიდი ალბათობით, ბევრი რამე მოხდება. ეს თქვენთვის სასურველ შედეგს არ მოიტანს. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა წვრილმანზე არ ინერვიულოთ. ეს მხოლოდ კიდევ უფრო დაამძიმეს სიტუაციას. მარტოხელებს, სავარაუდოდ, დღეს სიყვარულისთვის სულ არ გეცლებათ. წინააღმდეგი არ იქნებით ურთიერთობების, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი თავად გამოიჩენს ინიციატივას.
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2019
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი: ისინი არასდროს მოიდრიკებიან, როდესაც მათზე ზეწოლას ცდილობენ
მორიელი: საკმაოდ კარგი დღე გაქვთ. გელოდებათ გართობა, ახალი ნაცნობობა და ბევრი სასიამოვნო რამ. შეძლებთ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოადგინოთ, აჩვენოთ თქვენი მომხიბვლელობა, ქარიზმა და ადამიანებთან ურთიერთობების უნარი. კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. გამძაფრებული იქნება ინტუიცია. პირადი ურთიერთობები სწრაფად და მსუბუქად განვითარდება და შეიძლება ხანგრძლივ სასიყვარულო კავშირად ჩამოყალიბდეს.
მშვილდოსანი: წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ და გაღიზიანებულად იგრძნოთ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, სწრაფად ნუ გადაწყვეტთ ნურაფერს. დღის მეორე ნახევარი მომავალზე დაფიქრების დროა. ყურადღება მიაქციეთ შინაგან ცვლილებებს. რომანტიკული ურთიერთობების მხრივ საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. შეიძლება თავი გაგახსენოთ ძველმა სიყვარულმა, ან ვინმე გაიცნოთ. თუ მეორე ნახევრის მიმართ სიცივეს გრძნობთ, გამოიჩინეთ ინიციატივა და ურთიერთობებში მგზნებარება შეიტანეთ.
თხის რქა: განვითარებული მოვლენები და შექმნილი გარემოებები რაღაც იძულებით პირობებს წამოაყენებს თქვენ წინაშე, რაც არ მოგეწონებათ. ამან შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და დღის გეგმები შეგაცვლევინოთ. ვარსკვლავები სისტემის წინააღმდეგ წასვლას არ გირჩევენ. ეცადეთ, ყველაფერში დადებითი დაინახოთ. ახლობელ ადამიანთან მცირე უთანხმოებებია მოსალოდნელი. შესაძლებელია სტუმრების მიღებაც. პირადი სივრცის დატოვებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. სჯობს, ამ ვითარებას შეეგუოთ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2018
რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
მერწყული: დღეს თქვენი მოსაზრებები და გადაწყვეტილებები კარდინალურად არ შეიცვლება, რაც არ უნდა ეცადონ გარშემომყოფები ამას. თქვენი გეგმები, სავარაუდოდ, უცბად არ განხორციელდება, მოსალოდნელია დაბრკოლებები. მაგრამ თუ სათანადო ძალისხმევას გამოიჩენთ, ყველაფერი გამოგივათ. პირადი ცხოვრება საკმაოდ დატვირთული გექნებათ. გარანტირებულია სასიამოვნო ნაცნობობა და შეხვედრები. არაა გამორიცხული ახალი ურთიერთობების დაწყება.
თევზები: ძალზე ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მივლინებაში წასვლისთვის. სამუშაო განწყობა ნულს უტოლდება, რადგან საკუთარ თავში ხართ ჩაძირული და რომანტიკული ფიქრები „გაწუხებთ". თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ და კონკრეტულ ამოცანებზე შეაჩეროთ ყურადღება. სასიყვარულო ასპარეზზე პარტნიორთან ჩხუბის დიდი ალბათობაა, თან სულ უბრალო, წვრილმანების გამო. ინტიმური კუთხით ძალზე ვნებიანი იქნებით.
ყველა ახალი ამბავი
0