დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 27 ოქტომბერი

© Facebook / Tours in Tushetiჩანჩქერი
ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 27 ოქტომბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღის დასაწყისში შეიძლება რთული იყოს გონების მოკრება. ბევრი იღელვებს წვრილმანების გამო, გულთან ახლოს მიიტანს იმას, რასაც სხვა დროს ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდა. საქმეებში ნებისმიერი შეფერხება განწყობას აფუჭებს. მაგრამ თუ თავს მოერევით და მიზანსწრაფულად და მტკიცედ იმოქმედებთ, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 26 ოქტომბერი>>
ვერძი: შესანიშნავად უმკლავდებით რთულ ამოცანებს, პირად პრობლემებს. ამაში გამოცდილება და ჯანსაღი აზრი გეხმარებათ. სწორედ ამის გამო არ წამოეგებით პროვოკაციებს, არ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და არ დაუშვებთ შეცდომებს. შესაძლებელია ბევრი რამის გაგება, სასარგებლო ინფორმაციის მიღება. დღევანდელმა მოვლენებმა შეიძლება საინტერესო აზრები გაგიჩინოთ, დაგეხმაროთ მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2018
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც იღბალი არასდროს ტოვებს
კურო: კაშკაშა და მრავალფეროვანი დღე გაქვთ, რომელიც ბევრ სასიხარულო მომენტს მოიტანს. შესაძლებლობა გექნებათ, რომ სრულიად ახალ რამეს შეეჭიდოთ. ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან ახალ წამოწყებებს დღეს იღბალი ახლავს თან. მოსალოდნელია უჩვეულო, სასიამოვნო შეხვედრები. ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ გადაღლა არ გემუქრებათ. ხართ ენერგიით სავსე და ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.
ტყუპი: წარმატებული დღე გაქვთ, თუმცა არც ისე მარტივი, როგორც დილით შეიძლება მოგეჩვენოთ. დღის დასაწყისში მოსალოდნელია მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გეგმები აგირიოთ. დრო დაგჭირდებათ ყველაფერში გასარკვევად. კარგი იქნება, თუ მეგობრებს რჩევას ჰკითხავთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მარტივად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ბევრი პრობლემა თავისით გადაწყდება. შესაძლებელი იქნება ძველი საქმეების დამთავრება.
კირჩხიბი: ნაყოფიერი დღეა. დროს უქმად არ კარგავთ, ბევრ საქმეში აღწევთ წარმატებას. ადვილად ითვისებთ ახალს, სწრაფად ერკვევით რთულ საკითხებში. დღეს მიღებული გამოცდილება კიდევ არაერთხელ გამოგადგებათ და დაგეხმარებათ კარიერულ კიბეზე წინსვლაში. კარგად ეწყობით ახლობლებს, უსიტყვოდ გესმით თქვენთვის ძვირფასი ადამიანების. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია თანხის მიღება.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
ლომი: მნიშვნელოვანი გამარჯვებები და მოვლენები დღეს მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც ცუდი არაფერი გელოდებათ. შეგიძლიათ გაუმკლავდეთ დაგროვებულ მცირე საქმეებს, დაამთავროთ ადრე დაწყებული რამე პროექტი. სწრაფად გაუმკლავდებით საორგანიზაციო საკითხებს. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები, ნაცნობობა, რომელიც ძალიან გაგახარებთ. ასევე კარგი დღეა გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად.
ქალწული: მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ. ამ დროისთვის შეძლებთ საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, ყველაფრის მოფიქრებას და საკუთარი პოზიციის განსაზღვრას. მოძებნით არგუმენტებს, რომლებიც ყველაზე დიდი სკეპტიკოსებსაც კი დააფიქრებს. კარგი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის, რომელიც ფანტაზიასა და შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს.
სასწორი: აჩქარება არ ღირს. დღის დასაწყისში შესაძლებელია რაღაც უსიამოვნებები და მცირე გაუგებრობები, რომლებმაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მსუბუქად და სასიამოვნოდ ჩაივლის. შეიძლება ყველაზე თამამი სურვილები აგისრულდეთ. განსაკუთრებით საგრძნობი იქნება პოზიტიური ტენდენციების გავლენა პირად ურთიერთობებში. შესაძლებელია დიდი ცვლილებები უკეთესობისკენ. გამოიჩინეთ ინიციატივა.
მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან
მორიელი: სჯობს, დიდი ხნით არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი ბევრად ხელსაყრელია და ბევრი რამ კარგა გამოგდით. მოსალოდნელია სასიამოვნო საუბრები, მათ შორის ადამიანებთან, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ. დღის მეორე ნახევარი უფრო დასვენებისა და ფიქრისთვის გამოდგება, ვიდრე მტკიცე მოქმედებებისთვის. გაჩნდება რუტინისგან თავის დაღწევის სურვილი. კარგად ჩაივლის და სასურველიცაა სადმე, თუნდაც შორიახლოს გამგზავრება.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. შესანიშნავად ამყარებთ კავშირს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, შეიძლება ახალი მოკავშირეებიც იპოვოთ და მეგობრებიც. დღის პირველი ნახევარი საქმეების კეთების დროა, მათ შორის, სხვების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. მოგვიანებით კარგი იქნება დასვენება, გართობა. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
თხის რქა: დღის დასაწყისში საქმეებში სიფრთხილეა საჭირო. ჩანაფიქრის განხორციელებისას შეიძლება დაბრკოლებები შეიქმნას, პირველი შთაბეჭდილება სიტუაციაზე მცდარი აღმოჩნდეს. გაქვთ იმის დრო, რომ ყველაფერში გაერკვეთ და მიხვდეთ, თუ როგორ აჯობებს მოქმედება. რჩევა მხოლოდ იმას ჰკითხეთ, ვისაც 100 პროცენტით ენდობით. დღის მეორე ნახევარი მსუბუქად და სასიამოვნოდ ჩაივლის.
ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2019
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან
მერწყული: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდეს არ კარგავთ. სწორედ ეს დაგეხმარება\ტ, რომ ყველა საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდეთ. ბევრს მოსწონს პრობლემების გადაჭრის თქვენი მეთოდები. არაა გამორიცხული, რომ დღეს ახალი, მათ შორის საკმაოდ გავლენიანი მოკავშირეები გაიჩინოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. შეძლებთ საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას.
თევზები: ხელსაყრელი დღეა არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისთვის. თქვენ გვერდით ბევრი გრძნობს თავს მსუბუქად, რაც ერთმანეთს შორის ჰარმონიულ დამოკიდებულებას უზრუნველყოფს. ურთიერთობები, რომლებიც აქამდე მხოლოდ საქმიანი ხასიათისა იყო, დღეს შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ძველი მასშტაბური პროექტების დასრულებისთვის კი არახელსაყრელი დროა.
ყველა ახალი ამბავი
0