დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 26 ოქტომბერი

© Pixabay / milito10სიცილია, ეოლიის კუნძულები
სიცილია, ეოლიის კუნძულები - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 26 ოქტომბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
სერიოზული საქმეები დილისთვის დაგეგმეთ, რადგან ამ პერიოდში უფრო ადვილია კონცენტრირება მნიშვნელოვანზე, ადამიანებთან შეთანხმებები. როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ეწყობა. დღის მეორე ნახევარი ასეთი ნაყოფიერი არ იქნება. გაჩნდება რუტინისგან თავის დაღწევის და რამე ახლისა და საინტერესოს გაკეთების სურვილი. გამძაფრებულია ინტუიცია.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ოქტომბერი>>
ვერძი: ცუდი დღე არ არის, მაგრამ ძალზე მშფოთვარეა. ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, რამდენიმე საკითხი ერთდროულად არის გადასაწყვეტი, საფიქრალია როგორც საკუთარი, ისე სხვების საქმეები. ეს ძალზე დამღლელია, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. პირად ურთიერთობებში ინტუიციას ენდეთ. საღამო კარგი დროა საოჯახო საქმეების მოგვარებისთვის. გაგიჩნდებათ ახლობლების დახმარების შანსი.
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
კურო: ძალზე ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. რთული საქმე თუა, სწრაფად გაართმევთ თავს, ახალ ამოცანებს მალე აუღებთ ალღოს. თქვენი განწყობა მოსწონთ გარშემომყოფებს, ამიტომ ადვილად იპოვით დამხმარეებს. შეგიძლიათ მიმართოთ ხელმძღვანელობას და განიხილოთ პროექტები, კარიერული პერსპექტივები. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს პირად ურთიერთობებშიც. მათთან დროს შესანიშნავად გაატარებთ.
ტყუპი: ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს, ხშირად ღელავთ წვრილმანების გამო, განიცდით იმას, რაზეც გავლენას ვერ მოახდენთ. ეს ხელს გიშლით საქმეებზე კონცენტრირებაში. დაგჭირდებათ ძალისხმევა, განწყობა შესამჩნევად გაუმჯობესდება, როდესაც რამე სასარგებლოს მოკიდებთ ხელს. კარგი დღეა საზოგადოებრივ პროექტებში მონაწილეობისთვის. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც დროთა განმავლობაში თქვენი მეგობრები გახდებიან.
კირჩხიბი: ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ ყოველთვის ვერ არკვევთ, საიდან უნდა დაიწყოთ. აქ შეიძლება ძველი მეგობრები ან სანდო ადამიანები დაგეხმარონ. სხვების გამოცდილება წაგადგებათ. არ დაუშვებთ შეცდომებს. შესაძლებელია სამუშაო საკითხების განხილვა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღეს მიღწეული შეთანხმებები შეიძლება მომავალში გადაიხედოს. პირადი ურთიერთობები ძალზე ჰარმონიულად განვითარდება.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
ლომი: კაშკაშა, მრავალფეროვანი დღეა გელოდებათ, რომელიც უამრავ საინტერესო იდეას მოიტანს. დიდი ალბათობით, მათ განხორციელებას დაუყოვნებლივ ვერ შეძლებთ, მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად დაუბრუნდებით მათ საი მედო პარტნიორებთან ერთად. გაჩნდება ახალი სამუშაო ამოცანები, რომელთა ამოხსნისას ბევრ ახალ რამეს ისწავლით. შეიძლება ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვა.
ქალწული: ყველაფერი ადვილად არ გამოგდით, მაგრამ ხართ მტკიცედ განწყობილი და ამიტომ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ, რა დაბრკოლებაც არ უნდა გაჩნდეს გზაზე. თქვენი წარმატებები შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფებზე. არაა გამორიცხული, რომ მალე საინტერესო წინადადებები მიიღოთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების, ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. კარგად გესმით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მათ ასიამოვნოთ.
სასწორი: დღის დასაწყისში შესაძლებელია რაღაც მცირე გაუგებრობები, მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც თქვენს გეგმებს არევს. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს სერიოზული პრობლემა არ გახდება საქმიანობაში, მაგრამ განწყობა შეიძლება გაგიფუჭდეთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად იღბლიანია. ბევრ რამეში გაგიმართლებთ. ოჯახში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი, ასევე სასიხარულო ახალი ამბები ახლობელ ადამიანებზე.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში
მორიელი: წარმატებული დღე გელოდებათ, თუმცა მოთმინება დაგჭირდებათ, რადგან ყველაფერი უცბად არ გამოგივათ. კარგი დღეა სწავლისთვის. ადვილია შემოქმედებასთან დაკავშირებული საქმიანობა. თქვენს განსაკუთრებულ ხედვას აღფრთოვანებაში მოჰყავს გარშემომყოფები. კარგი დღეა ახლობლებთან დალაპარაკებისთვის. მოსალოდნელი არ არის უთანხმოებები, კამათი.
მშვილდოსანი: არ იჩქაროთ, დღეს ჩვეულ, ყოველდღიურ საქმეებსაც კი შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, ამასთან ბევრად რთულად მოგეჩვენოთ, ვიდრე სხვა დროს. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მანამდე კარგად დაფიქრდით, ან რჩევა იკითხეთ. დღის პირველი ნახევარი შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს, მაგრამ მეორე ნახევარში შეძლებთ ცოტა მოდუნებას, საზრუნავისგან ფიქრების გატანას. შეგიძლიათ დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.
თხის რქა: არ იბრაზოთ. დღეს კარგი განწყობის შენარჩუნება მარტივი არ იქნება. შესაძლებელია რაღაც სავალალო შემთხვევები, მცირე უსიამოვნებები. მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ შეგიშლით, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. არ ღირს ფულთან დაკავშირებული საკითხების ნაჩქარევად გადაწყვეტა. სპონტანურად რამის ყიდვა შეიძლება ფულის ქარისთვის გატანების ტოლფასი აღმოჩნდეს. სამაგიეროდ, გაგიმართლებთ სიყვარულში. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2019
ყველაზე მიუწვდომელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მათი გულის დაპყრობა ძალზე რთულია
მერწყული: დღეს შეიძლება იმის გაკეთება, რაც ადრე სრულიად წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. აქ საქმე არა იღბალში, არამედ თქვენს კრეატიულობასა და მტკიცე განწყობაშია. თუ სხვებმა ფარ-ხმალი დაყარეს, თქვენ გააგრძელებთ გამოსავლის ძებნას და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება, უფრო სამუშაოს ან თქვენთვის საინტერესო შემოქმედებით პროექტებთან დაკავშირებით.
თევზები: დილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და რთულ საქმეებს ნუ დაგეგმავთ, ამისთვის დღის მეორე ნახევარი უფრო გამოდგება. სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ასევე უფრო გვიანი დროა შესაფერისი. იოლი იქნება საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან. კარგი დღეა ფინანსური თვალსაზრისით, მოსალოდნელია თანხის, საჩუქრების მიღება. საღამო შესაფერისი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0