დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 25 ოქტომბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
სერიოზული საქმეები დილისთვის დაგეგმეთ. საქმიანიცა და პირადი ურთიერთობებიც ამ პერიოდში ჰარმონიულად განვითარდება. დღის მეორე ნახევარი ასეთი ნაყოფიერი არ იქნება. გაჩნდება რუტინისგან განსახვავებული, რამე ახალი და საინტერესოს გაკეთების სურვილი. ინტუიცია გამძაფრებული იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ოქტომბერი>>
ვერძი: დღეს განსაკუთრებულად კარგად გესმით იმათიც კი, ვისაც თითქმის არ იცნობთ. საკმარისია რამდენიმე წუთი უცნობ ადამიანთან საუბარი, რომ მიხვდეთ, რა უდევს გულში. უკეთესობისკენ იცვლება როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები. მეტოქეობა თანამშრომლობით შეიცვლება. შესანიშნავი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, ინტუიცია არ დაგაღალატებთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
კურო: თუ ილუზიებს არ ააწყობთ, დღე იღბლიანადა და ნაყოფიერად აეწყობა. შესაფერისი დღეა მარტივი და გასაგები საქმეების გასაკეთებლად. ადრე დაწყებულის დასამთავრებლად. რამე განსაკუთრებული გამარჯვების მიღწევა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც სერიოზული პრობლემები არ აღმოცენდება. ჩვეულებრივზე ხშირად მოგიწევთ სხვის საქმეებში ჩარევა, მაგრამ ამას მაქსიმალურად დელიკატურად გააკეთებთ.
ტყუპი: საინტერესო შეხვედრებისა და სერიოზული ლაპარაკის დროა. შეიძლება განიხილოთ საკითხები, რომლებიც აქამდე უთანხმოებების საბაბი იყო. დიდი ალბათობით, დღეს ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მოსალოდნელია საქმიანი წინადადებების შემოთავაზება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. დღის მეორე ნახევაში სიახლეებია მოსალოდნელი, რომელიც ბევრი რამის გარკვევაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი: ნაყოფიერი დღეა. შესაძლებელია არა მხოლოდ წარმატებების მიღწევა საქმეებში, არამედ პროფესიული პოზიციების გამყარებაც. ადამიანები, რომლებიც აქამდე არ გაფასებდნენ, ახლა მიხვდებიან, თუ როგორ ცდებოდნენ. არაა გამორიცხული, რომ ძველმა ნაცნობებმა რამე საინტერესო შემოგთავაზონ, ან თქვენი თამამი იდეების რეალიზებაში დაგეხმარონ. ბევრ რამეს დღეს სხვა თვალით შეხედავთ და მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ
ლომი: ყველაფერი გამოგივათ, თუ ეცდებით რეალურად შეხედოთ ყველაფერს და ილუზიებს არ ააწყობთ. აჯობებს, თუ გარშემომყოფებისგან ბევრის იმედი არ გექნებათ, თუნდაც ისინი დაპირებული იყვნენ დახმარებას. ახლობლებთან ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი. მათ ქცევაში უმცირეს წვრილმანებსაც ამჩნევთ და ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ და რაზე ესაუბროთ მათ.
ქალწული: საქმეებში საგრძნობი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი. ენთუზიაზმით ეკიდებით ახალ საქმეებს და სირთულეები არ გაშინებთ. ხშირად გეხმარებათ გამოცდილება, რისი წყალობითაც შეცდომებს აარიდებთ თავს. გარშემომყოფები ამას ხედავენ და ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. კარგად ჩაივლის მგზავრობა. გზას საინტერესოდ გაივლით. ადამიანებს ადვილად ეკონტაქტებით და შეიძლება ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ.
სასწორი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია ნებისმიერი თემის განხილვა, არ გელოდებათ რთული კამათი ან კონფლიქტი. კარგად უგებთ ადამიანებს, ხშირად ხვდებით, რა უდევთ მათ გულში, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები საქმიან სფეროში. გაქვთ შანსი, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ ან მომგებიანი გარიგება დადოთ.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2018
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი
მორიელი: იმოქმედეთ დამოუკიდებლად/ ეს დღეს ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე ვინმესთან შეთანხმებაზე დროის დახარჯვა. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი საქმეებისთვის. სწრაფად შეისწავლით ყველაფერ საჭიროს, რომ წარმატებით გაართვათ თავი. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა. გექნებათ უამრავი საინტერესო თემა განსახილველად.
მშვილდოსანი: აჯობებს, თუ საქმეებს დიდი ხნით არ გადადებთ. დღის პირველი ნახევარი უფრო ნაყოფიერი დროა, ვიდრე მეორე. შეგიძლიათ წარმატებით გაართვათ თავი რთულ საქმეს. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები. მიიღებს საინტერესო წინადადებებს, რომლებზე დათანხმებისთვის დიდი ფიქრიც არ დაგიჭრდებათ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. კარგი დროა დასვენებისთვის, ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
თხის რქა: დღის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ოპონენტებს ადვილად დაარწმუნებთ თქვენს სიმართლეში, სკეპტიკურად განწყობილები კი ეიძლება თქვენი იდეებით მოიხიბლონ. არ არის გამორიცხული, რომ ჩანაფიქრის განხორციელებაში გავლენიანი ადამიანები დაგეხმარონ, თანაც სრულიად უანგაროდ. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
მერწყული: დატვირთული დღეა. გაგახარებთ ის, რომ შესაძლებლობა გექნებათ, რუტინულ საქმეებს მოწყდეთ და რაღაც ახალი, უჩვეულო გააკეთოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. თქვენგან და თქვენი ახლობლებისგან გასნხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობები ბევრ საინტერესო ემოციას მოგიტანთ. არაა აგმორიცხული რომანტიკული გატაცებაც. შესაძლებელი გახდება რაღაც საოჯახო პრობლემის მოგვარება.
თევზები: მოთმინებაა საჭირო. როგორც ჩანს, დასახულ მიზნებს ისე სწრაფად ვერ მიაღწევთ, როგორც გინდათ. ამას გარდა, ჩვეული საქმეებისთვისაც კი მეტი დრო დაგჭირდებათ. შესაძლოა, მოგიწიოთ რაღაც შეხვედრების ან საქმეების გადატანა. ნერვიულობა არ ღირს. მინც მიღებთ საჭირო შედეგებს, უბრალოდ, ცოტა მოგვიანებით. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0