ქართველთა და ჯვაროსანთა მეტოქეობის ხუთი მიზეზი, ანუ რატომ გაჩნდა ბზარი

© Pixabay / marcosantiagoმუხლმოყრილი მეომარი
მუხლმოყრილი მეომარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
მოყოლებული დავით აღმაშენებლის ეპოქიდან, ქართველები და ევროპელი ჯვაროსნები ერთმანეთის მოკავშირეები იყვნენ.
ეს კავშირი დავითის მემკვიდრეების დროს არსებობდა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობები, როგორც ჩანს, ნელ-ნელ გაცივდა.
თამარ მეფემ კავშირი დაამყარა ჯვაროსანთა დაუძინებელ მტერთან, ეგვიპტის დიდ სულთან სალადინთან და აღუთქვა, რომ მის სამფლობელოს თავს არ დაესხმოდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში გულგრილად შეხვდნენ 1187 წელს სალადინის მიერ უფლის ქალაქის — იერუსალიმის აღებას.
მოგვიანებით, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი ააოხრეს, ბიზანტიის იმპერია გაანადგურეს და მათ მიწებზე ჯვაროსნული სახელწიფოები შექმნეს, თამარმა ლაშქარი გაგზავნა და ბიზანტიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწები დაიკავა, შეიქმნა სატელიტი სამეფო — ტრაპიზონის იმპერია. ამით ქართველთა მეფემ მიანიშნა ჯვაროსნებს, რომ თუ ისინი ყოფილი ბიზანტიის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიწების დაკავებას შეეცდებოდნენ, ძლიერ საქართველოსთან მოუწევდათ ბრძოლა.
საზღვაო ხომალდის საჭე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2020
ამბავი ჯვაროსნების ბათუმზე ლაშქრობისა და დატყვევებული ბურგუნდიელი ადმირალისა
ბუნებრივია, ქართველ მეფეთა პოლიტიკის ასეთ რადიკალურ ცვლილებას თავისი მიზეზი გააჩნდა:

მიზეზი 1

პირველი ბზარი ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის პირველივე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1098-1099 წლები) გაჩნდა. როგორც ცნობილია, ანტიოქიის ალყა საკმაოდ გაჭიანურდა და დამშეული ჯვაროსნები ქალაქის შემოგარენში არსებულ ქრისტიანულ სოფლებსა და მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს შეესივნენ. იმხანად ქართველებს ანტიოქიაში არაერთი სავანე ჰქონდათ, რომლებიც ჯვაროსნებმა გააჩანაგეს.
მათ ქართველებისთვის გამოკალისი არც მაშინ დაუშვეს, როცა იერუსალიმი აიღეს. მათე ურჰაელის ცნობით, 1099 წელს ჯვაროსნებმა მაცხოვრის საფლავის ტაძრიდან ბერძნებთან და სხვა აღმოსავლელ ქრისტიანებთან ერთად ქართველებიც გამოაძევეს.
მართალია, დავით აღმაშენებლის საქართველო საერთაშორისო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა, ხოლო რომის პაპი და ჯვაროსანი მეფე-გრაფები აღმატებული სიტყვებით მოიხსენიებდნენ დავითსაც და მის მემკვიდრე ქართველ მონარქებსაც, მაგრამ ისინი მაინც უდიერად ექცეოდნენ წმინდა მიწაზე მყოფ ქართველებს.
ჯვაროსნების ქართველებისადმი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ ერთ ცნობილ ფაქტს მოვიხმობთ: მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებლის პირველ ცოლი მონაზვნად აღიკვეცა და საცხოვრებლად იერუსალიმში გადავიდა, მან საქართველოდან გაიტანა ძელიცხოვლის წმინდა ჯვარი. იმ დროს იერუსალიმში მყოფი ქართველი ბერები და მონაზვნები შიმშილობდნენ. ამის გამო დედოფალყოფილი იძულებული გახდა ფრანკი ჯვაროსნებისთვის მიეყიდა ეს ჯვარი და ქართველი ბერ-მონაზვნები შიმშილით სიკვდილისგან ასე ეხსნა.
მეომრის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
ჩაშლილი ჯვაროსნული ლაშქრობა, ვერშემდგარი კოალიცია და ქართველთა ამაო ელჩობა ევროპაში
ფრანკებმა კი არ დაახანეს და ეს ძვირფასი რელიკვია პარიზში ჩაიტანეს. ასე აღმოჩნდა დავით აღმაშენებლისეული ძელიცხოვლის ჯვარი ნოტრდამის დიდებულ ტაძარში.
ამასთან, ჯვაროსნების სიძულვილი მართლმადიდებლებისადმი კარგად არის ასახული რომის პაპ ურბან II-სთვის გაგზავნილ ეპისტოლე-წერილებში:

„ჩვენ დავამარცხეთ თურქები, მაგრამ არ შეგვიძლია ვაჯობოთ აქაურ ერეტიკოსებს, ჩამოდი და შენ თვითონ მოარჯულე ისინი“.

მიზეზი 2

გარდა გოლგოთისა, იმ დროს წმინდა მიწაზე მოღვაწე ქართველებს ეკავათ ჯვრის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა იაკობის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის, წმინდა თევდორეს, წმინდა დემეტრეს, წმინდა თეკლას, წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია-მონასტრები. სამწუხაროდ, ეს ტაძრებიც დაკარგული აღმოჩნდა საქართველოსთვის. 1169 და 1178 წლის საბუთები მოწმობს, რომ ჯვაროსნები ქართველთა საკუთრების ჩამორთმევით იყვნენ დაკავებული. გოლგოთის შემდეგ ყველაზე დიდ დანაკარგად შეიძლება მივიჩნიოთ ჯვრის მონასტერი.
ქართველებმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს უწინდელი მდგომარეობის აღდგენა იერუსალიმში, რაც სალადინმა იქიდან ჯვაროსნები განდევნა. ამის შესახებ გვაუწყებს სალადინის ისტორიკოსი ბეჰა ედ-დინი:
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2020
დიდგორზე მარცხნაჭმი დიდი სარდალი: დავით აღმაშენებლის ღირსეული მოწინააღმდეგე
„მოვიდა... ქართველთა ელჩი იმ სალოცავი ადგილების თაობაზე, რომლებსაც ეს ხალხი იერუსალიმში ფლობდა... ქართველები ჩიოდნენ, რომ ჩამოართვეს ისინი და სულთანს სთხოვდნენ, მოწყალება მოეღო მათზე, ბრძანება გაეცა და დაებრუნებინა ეს ადგილები მათთვის“. და სალადინმაც დააკმაყოფილა ქართველთა თხოვნა.
გარდა ამისა, ქართველებს ნება დაერთოთ, რომ პომპეზურად, გაშლილი დროშებით, ცხენზე ამხედრებულები და იარაღასხმული შესულიყვნენ იერუსალიმში, რისი უფლებაც მხოლოდ მუსლიმებს ჰქონდათ.

მიზეზი 3

1189 წელს ჯვაროსნები თავს დაესხნენ პეტრიწონის ქართველთა მონასტერს, ხოლო მისი წინამძღვარი დატუსაღებული მიჰგვარეს მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაურს, გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას. იგი ესაუბრა პეტრიწონის წინამძღვარს და მშვიდობით გაუშვა იგი.
თუმცა, წმინდა მიწის გასათავისუფლებლად დაძრულმა ჯვაროსნებმა უკან მოიტოვეს დარბეული ქართული მონასტერი და მისი ქონება ხელს გააყოლეს.

მიზეზი 4

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1202 -1204 წწ.) შეიბღალა ათონის ივერთა მონასტრის წმინდა სავანეები. მათ შორის ის სამლოცველოებიც, სადაც ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ.
ჯვრის წინ მუხლმოყრილი მორწმუნე  - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
სიწმინდეებით განებივრებული ქვეყანა: როგორ მოხვდა წმინდანთა ნაწილები საქართველოში
ლათინები (ევროპელები) უმოწყალოდ ექცეოდნენ მართლმადიდებელ ბერებს, ხელყოფდნენ მათ ქონებას, ურჩებს კი სასტიკად სჯიდნენ. მათ ათასგვარი ბეგარა-გადასახადები შეაწერეს და კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ ათონელ ბერებს რომის პაპისა და კათოლიციზმის უპირატესობა ეღიარებინათ. ჯვაროსანთა ასეთი ქცევა თბილისის სამეფო კარის გამოწვევას ნიშნავდა.
1259 წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ, იქაური მონასტრები, ჯვაროსნებმა კიდევ ერთხელ დაარბიეს. მათ მახვილს ვერც ივირონი (ათონის ივერთა მონასტერი) გადაურჩა, რომლის ბერებსაც კათოლიკობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის გამოც სასტაკად დაისაჯნენ.
გაუგებარია, რატომ დასჭირდათ ჯვაროსნებს ქართველების წინააღმდეგ ამგვარი ზომების მიღება, მაგრამ ფაქტია, რომ მათგან არა მარტო ათონელი ბერები, არამედ კონსტანტინოპოლელი ქართველობაც დაზარალდა.
ჩვენმა თანამემამულეებმა ძველი უფლებები მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნეს, რაც მიხეილ პალეოლოგმა 1261 წელს ნიკეადან და კონსტანტინოპოლიდან გაყარა ჯვაროსნები და ბიზანტიის იმპერია აღადგინა. ქართველებმა მაშინვე დაამყარეს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები — დავით ნარინისა და მიხეილ პალეოლოგის შეთახმების შედეგად, ქართველებს მაშინდელი ბიზანტიის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე დაუბრუნდათ ძველი პრივილეგიები.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2018
ქართული ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში: ამბავი დავით აღმაშენებლის ძელიცხოვლის ჯვრისა

მიზეზი 5

ჯვაროსნები თავიანთ სამფლობელოში მართლმადიდებლებს (მათ შორის ქართველებს) მთელი სისასტიკით ებრძოდნენ (ავიწროებდნენ, ქონებას ართმევდნენ, დევნიდნენ). ასეთი იყო კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკა იმ ქრისტიანების მიმართ, რომლებიც მათთან ეკლესიურ ერთობაში (უნიაში) არ იყვნენ. რომის პაპების აღმატებული და მენტორული ტონი ნათლად ჩანს 1239 წლით დათარიღებულ წერილში, რომელიც პაპმა გრიგოლ IX-მ გაუგზავნა მართლმადიდებელ ანტიოქელებს:

„ქალაქ ანტიოქიისა და მისი ეპარქიის ბერძენ, სომეხ და ქართველ მოძღვრებსა და სამღვდელო პირებს. ჩვენ უდიდესი გაოცებით შევიტყვეთ ჩვენი პატივცემული ძმისაგან, ანტიოქიის პატრიარქისაგან (იგულისხმება ანტიოქიის ლათინი პატრიარქი. ანტიოქიის დაუფლების შემდეგ ჯვაროსნებმა იქიდან მართლმადიდებელი პატრიარქი განდევნეს და მის სამწყსოს ლათინი, ანუ კათოლიკე პატრიარქი დაუსვეს — ავტ.), რომ, თუმცა მის ეპარქიაში ხართ დაფუძნებული და გათავისუფლების პრივილეგიას არ ეძებთ, მაინც არ ემორჩილებით, როგორც მას თქვენგან ეკუთვნის – როგორც თქვენს მამასა და სულიერ მოძღვარს. ამიტომაც, რადგან მიგვაჩნია, რომ კანონიერი ძალაუფლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ნაკლები დანაშაული არ არის და რომ ამბოხი თითქმის კერპთაყვანისმცემლობას უდრის, გიბრძანებთ და კატეგორიულად გირჩევთ, ღვთისმორჩილების სათნოების სახელით, პატრიარქსა და ანტიოქიის ეკლესიას დაემორჩილოთ და ღირსი პატივი მიაგოთ ისე, რომ არავითარი პირობა არ ჩააქსოვოთ ამ აქტში, რამდენი ხანიც უნდა იყოს გასული ამ უთანხმოებიდან. თუ ამას არ დათანხმდებით, დავამტკიცებთ და ღვთის ძალით უყოყმანოდ ავასრულებთ განაჩენს, რომელიც მეამბოხეთადმი იქნება გამოტანილი“.

პაპი გრიგოლ IX - Sputnik საქართველო
გრიგოლ IX
რომის პაპი 1227-1241 წლებში
აი, ასეთი გახლავთ ყბადაღებული „ორმაგი სტანდარტის“ კლასიკური ნიმუში.
არადა, მოყოლებული პირველი ჯვაროსნებიდან, ევროპელები ჩვენს მეფეებს (დავით აღმაშენებელი, გიორგი III, თამარი, რუსუდანი) თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ყელგამოწვდილი ეაჯებოდნენ, რომ მუსლიმების წინააღმდეგ ომებში დახმარებოდნენ. ერთი მხრივ, მათ სამფლობელოში მყოფ ქართველებს, როგორც „სქიზმატებსა“ და „ერეტიკოსებს“, მაწანწალა ძაღლებივით ექცეოდნენ, მეორე მხრივ კი გულის ფანცქალით მოელოდნენ წმინდა მიწაზე ქართველთა ჯარის გამოჩენას.
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2019
როგორ ცდილობდა საფრანგეთი გიორგი ბრწყინვალის ავანტურაში ჩათრევას: შედარებით უცნობი ფაქტები
აი რას წერს ფრანგი ჯვაროსანი დე ბუა:
„აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო. ამბად მივიღე, და საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულთაგან გავიგეთ, რომ ივერიითგან ვინმე ქრისტეანენი, გეორგიანებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობითა და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელი დახმარების ძალით ფრიად აღჭურვილით, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და, აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს. აღნიშნულ ქალაქთაგან ერთი, ევფრატზე მდებარე, ყველა წარმართთა ქალაქთაგან უფრო წარჩინებული ყოფილა და დიდი. <...> ზემო აღნიშნულნი წმინდა იერუსალიმის მიწის სახსნელად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებენ. მეფე მათი წარჩინებული თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალითა და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით. ჭაბუკი ესე დედის მისის დედოფლის, უძლიერესის თამარის ძვლებს თან ატარებს, რომელმაც, სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დასდვა და შვილსა თვისსა სთხოვა, თუ მიიცვლებოდა, რომ ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებინათ“.
საოცარია, როცა ფული და ქონება იყო წასართმევი, მაშინ ქართველები ერეტიკოსები ვიყავით და ლამის კოცონზე დაწვით გვემუქრებოდნენ, ხოლო როცა უფლის საფლავის დასაცავად სისხლის დაღვრაზე მიდგებოდა საქმე, მაშინ ქართველებზე დიდი ქრისტიანები თურმე დედამიწის ზურგზე არ დადიოდნენ.
სწორედ ასეთი მიდგომების გამო ვერა და ვერ შედგა ძლიერი საქართველოსა და ევროპელი ჯვაროსნების ერთობლივი ბრძოლა წმინდა მიწის დასაცავად. ამის გამო ბედისწერამ ჩვენ „ჯილდოდ“ მონღოლები და თემურ ლენგი გვარგუნა, ხოლო ევროპელებს — ოსმალები, რომელებმაც თითქმის ნახევარი ევროპა დაიპყრეს.
ყველა ახალი ამბავი
0