სიწმინდეებით განებივრებული ქვეყანა: როგორ მოხვდა წმინდანთა ნაწილები საქართველოში

© photo: Pixabay / Geraltჯვრის წინ მუხლმოყრილი მორწმუნე
ჯვრის წინ მუხლმოყრილი მორწმუნე  - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
ინდოეთის მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების შედეგად ინდოეთიდან საქართველოში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანეს. ეს უდიდესი მადლია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა საქართველო ამ მხრივ ნამდვილად განებივრებულია.
საუკუნეთა განმავლობაში მცხეთა, იქ არსებული სიწმინდეების გამო, „მეორე იერუსალიმად“ იწოდებოდა. თუმცა მარტო მცხეთა კი არა, მთელი საქართველო შეიძლება ჩაითვალოს წმინდა მიწად. ჩვენს მიწაზე არაერთი წმინდა მოწამე განისვენებს, თუმცა ამის შესახებ არა მარტო საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლოა ქვეყნის შიგნითაც ბევრმა არ იცოდეს.

წმინდა თომას თავის ქალა თბილისში

უფლის ერთ-ერთი მოციქულთაგანის, წმინდა თომას თავი თბილისში, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამოსვენება - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოასვენეს - ფოტო
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულებმა ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყნებს მიაშურეს. წმინდა თომა ინდოეთს გაემგზავრა.
მიუხედავად უდიდესი საფრთხისა, წმინდა თომა სოფელ-სოფელ დადიოდა და ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა. ამის გამო ის არაერთხელ აღმოჩნდა განსაცდელის წინაშე, მაგრამ მაინც უშიშრად და ჯიუტად განაგრძობდა წარმართების ახალ სარწმუნოებაზე მოქცევას.
თომამ ქალამიდის ქვეყანაშიც მრავალი გააქრისტიანა, მათ შორის, მეფე მუზდის ძე აზანი. განრისხებულმა მეფემ თომა ცრუდ და მზაკვრად შერაცხა და მისი წამებით მოკვდინების ბრძანება გასცა. და რადგან თომამ ყველანაირ წამებას გაუძლო, მაშინ განრისხებულმა მეფემ მოციქული შუბზე ააგებინა. ქრისტიანებმა კი მისი სხეული უჩუმრად დამარხეს.
385 წელს თომას წმინდა ნაწილები ქალაქ ედესაში გადააასვენეს. ბიზანტიის იმპერატორმა ანასტასიმ V-VI საუკენეთა მიჯნაზე კონსტანტინოპოლში თომა მოციქულის სახელზე ტაძარი ააგო და მისი წმინდა ნაწილები იქ გადაასვენეს. მათ შორის იყო თავის ქალაც.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა საქართველოში მოციქულის თავის ქალა, ეს უცნობია. სავარაუდოდ, სანამ ოსმალები 1453 წელს ბიზანტიის დედაქალაქს აიღებდნენ, კონტანტინოპოლიდან სიწმინდე გაიტანეს და ჩვენს ქვეყანაში ჩამოაბრძანეს.    
© Video: Sputnik საქართველო / YouTubeქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოშია: საზეიმო ღვთისმსახურება სამებაში
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოშია: საზეიმო ღვთისმსახურება სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოშია: საზეიმო ღვთისმსახურება სამებაში

კამანის სიწმინდე

აფხაზეთში, სოხუმიდან 10 კილომეტრში მდებარე კამანი მორწმუნეებისთვის წმინდა მიწად მიიჩნევა. იქ დაუდგამთ ფეხი უფლის მოციქულებს — ანდრია პირველწოდებულსა და სვიმონ კანანელს; ამ ადგილს უკავშირდება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ აღმოჩენაც; კამანშივე 308 წელს ქრისტიანული აღმსარებლობისთვის აწამეს წმინდა გიორგის ძმისწული და წმინდა თეოდორე ტირონის დისწული წმინდა ვასილისკო. მისი წამების ადგილზე მოედინება მაკურნებელი წყარო, რომელიც წმინდა ვასილისკოს ლოცვითვე აღმოცენდა მისი წამების დროს.
ამასიელი ძმები ევტროპი და კლეონიკე და წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული ვასილისკო მეგობრები იყვნენ. წმინდა თეოდორეს მოწამებრივი აღსრულების შემდეგ ისინი საპყრობილეში ჩაყარეს. მათ იქ მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ამასიის ახალი მმართველის სკლიპიოდოტის ბრძანებით ისინი სასტიკად აწამეს, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. ბოლოს ევტროპე და კლეონიკე ჯვარს აცვეს, ხოლო ვასილისკო კამანში გაასახლეს.
ვასილისკომ იქაც განაგრძო ადგილობრივი მოსახლეობის ქრისტეს რჯულზე მოქცევა. წარმართებმა ეს არ აპატიეს, თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ქრისტიანებმა მოძებნეს მისი ნეშტი და დამარხეს.
კამანში ერთხანს წმინდა იოანე ოქროპირიც განისვენებდა (კონსტანტინოპოლის პატრიარქი 397-404 წლებში).
მიწაში ჩარჭობილი ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
ჯვარ- და ხმალაღპყრობილი მღვდლები საქართველოს სამსახურში: ვინ როგორ იბრძოდა ქვეყნისთვის
იოანე ოქროპირმა ბიზანტიის იმპერატორი არკადიუსი გახრწნილებასა და წარმართობაში ამხილა. განრისხებულმა იმპერატორმა იოანე პიტიუნტში (ბიჭვინთაში) გადაასახლა. წმინდანმა ბიჭვითამდე ვერ მიაღწია, 407 წელს კამანში აღესრულა. სანამ გარდაიცვლებოდა, წმინდა ვასილისკო გამოეცხადა და აუწყა, რომ იმ ღამეს უფლის წინაშე წარდგებოდა.
მოწაფეებმა წმინდანის ნეშტი სარკოფაგში ჩაასვენეს და ეკლესიის აღმოსავლეთ კედელთან დამარხეს. მოგვიანებით წმინდა იოანე ოქროპირის უხრწნელი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, თუმცა კამანში დარჩა მისი სარკოფაგი, რომელთანაც, როგორც უდიდეს სიწმინდესთან, საუკუნეების განმავლობაში მიდიოდნენ მორწმუნეები და იკურნებოდნენ.
კამანშივე ინახებოდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავიც, რომელიც იქ ბიზანტიაზე სარკინოზთა თავდასხმების დროს ჩამოასვენეს 810-820 წლებში. მოგვიანებით კონსტანტინოპოლის პატრიარქ ეგნატეს უფლისგან ეუწყა წმინდა იოანეს პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აცნობა და მანაც 850 წელს კამანში გაგზავნა ერთგული პირები, რომლებსაც პატრიარქის მითითებულ ადგილზე დახვდათ სიწმინდე.
ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს.
აყვავებული რტო - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
ბოჭორმის ანგელოზები – ზვარაკად შეწირული თორმეტი ქართველი ფერია

სკვიმერი — მაქსიმე აღმსარებლის დაკარგული საფლავი

ცაგერის სოფელ ჩხუტოლთან, წმინდა მაქსიმეს ტაძრის საკურთხეველში განისვენებდა მაქსიმე აღმსარებელი — წმინდანი, ღვთისმეტყველი და თეოლოგი, რომელსაც იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის გვერდით მოიხსენიებენ.
მაქსიმე აღმსარებელი VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე (დაახლოებით 580–662 წწ.) ბიზანტიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი ბიზანტიის სამეფო კარზე პირველი ვეზირის მოვალეობას ასრულებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰერაკლე კეისარი გარდაიცვალა და მისი ადგილი მონოთელიტთა თავგამოდებულმა მომხრე კონსტანტინე მეორემ დაიკავა, მაქსიმე აღმსარებლის დევნა-შევიწროება დაიწყო. ამის მიზეზი ის იყო, რომ მაქსიმე აღმსარებელმა ბიზანტიის იმპერატორი ერეტიკოსობაში ამხილა.  
იმპერატორის რეაქციამაც არ დააყოვნა და ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს (რათა არ ექადაგათ და არც ეწერათ) და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს.
საქართველოში კი სასწაული მოხდა — მას მეტყველებაც აღუდგა და წერაც კვლავ დაიწყო. ისტორიული წყაროების  მიხედვით, წმინდანი კოლხეთში, სქიმერის ციხეში იყო გამოკეტილი. მისი ფილოსოფიური ნააზრევი საქართველოს მთებში იქმნებოდა, შემდეგ კი სხვადასხვა ენაზე ითარგმნებოდა.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
დადეშქელიანის ბოლო ბრძოლა: ამბავი სვანეთის უკანასკნელი მთავრისა
წმიდა მაქსიმე 662 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. მისდამი მოკრძალებასა და სიყვარულს ლეჩხუმელები თაობიდან თაობას გადასცემდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში წმინდა საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი მიივიწყეს და დაიკარგა.

ანაკოფია - სვიმონ კანანელის წმინდა ნაწილები

მაცხოვრის ერთ-ერთი სასწაული — წყლის ღვინოდ გადაქცევა სვიმონ კანანელის ქორწილისას მოხდა მისსავე სახლში. ამ სასწაულის ხილვით გაოგნებულმა სვიმონმა მიატოვა ოჯახი, მაცხოვარს გაჰყვა და მისი მოციქული გახდა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში.
დედა ღვთისმშობლის კურთხევით სვიმონმა წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. მოგვიანებით ანდრია სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმონი კი საქართველოში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.
მაგრამ ნიკოფსიაში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩასული სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. მოციქული იქვე დაკრძალეს, მაგრამ XVII საუკუნეში უცხო, არამართლმადიდებელი მთიელების მოძალების შემდეგ სვიმონ კანანელის წმინდა ნაწილები ანაკოფიაში (ახალ ათონში) გადაასვენეს.

გონიო — წმინდა მატათა

ბრძოლის ინსცენირება - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სისხლიანი აღდგომა რუსთავში, ანუ „განკუირდეს თათარნი სიმხნესა ზედა ქართუელთასა“
წმინდა მოციქული მატათა ბეთლემში დაიბადა. იგი წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა აღზარდა და ასწავლა საღმრთო წერილი. როცა უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას თავის შესახებ განუცხადა, მატათამ ირწმუნა იგი როგორც მესია და მის ერთგულ მოწაფედ იქცა. იესომ ნეტარი მატათა სამოცდაათ მოწაფეს შორის გამოარჩია და სხვებთან ერთად გაგზავნა საქადაგებლად. ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულებმა იგი კენჭისყრით ჩარიცხეს თორმეტთა  შორის იუდა ისკარიოტელის ნაცვლად.
თავიდან წმინდანი იუდეასა და იერუსალიმში ქადაგებდა სახარებას. გადმოცემის თანახმად, მატათა დასავლეთ საქართველოშიც აქტიურად იღწვოდა წარმართთა გასაქრისტიანებლად.
მის სიკვდილთან და საფლავის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით რამდენიმე წყარო არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, 63 წლის მოციქული იუდეველი მღვდელმთავრის ანანიას ბრძანებით წარმართებმა იერუსალიმიდან გაიყვანეს, ჯერ ქვებით ჩაქოლეს, ხოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს. არის ვერსიაც, რომ ის ჯვარს აცვეს. თუმცა ყველაზე სანდოდ მიჩნეულია IV საუკუნეში მოღვაწე წმინდანის ეპიფანე კვიპრელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მატათა კოლხეთში გარდაიცვალა და დაკრძალულია ასარის (გონიოს) ციხე-სიმაგრეში.

ზუგდიდის სიწმინდეები

ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცულია წმინდა გიორგის წვივის ძვალი, იოანე ნათლისმცემლის ძვალი, წმინდანების — კვირიკესა (ხელის მტევანი) და მარინეს (მკლავი) წმინდა ნაწილები.
ქალი მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
ამბავი ქართველი ბანოვანისა და მის გამო დაქცეული იმერეთის სამეფოსი
დედა-შვილი წმინდა ივლიტა და კვირიკე მცირე აზიაში, ლიკაიონის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. ივლიტა სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა და ერთადერთ ვაჟს კეთილმსახურებით ზრდიდა. იმხანად იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანებს სასტიკი დევნა დაუწყო. ივლიტამ თავის მცირეწლოვან შვილთან და ორ მხევალთან ერთად მშობლიური ქალაქი დატოვა და სელევკიაში გადავიდა საცხოვრებლად.
უცხო ქალაქში ერთხანს მშვიდად ცხოვრობდნენ, თუმცა მაინც გაუგეს, ქრისტიანი რომ იყო, და ქალაქის მმართველთან დაასმინეს. ივლიტა 3 წლის შვილთან ერთად წარდგა ქალაქის თავის წინაშე და თამამად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო. ბევრს ეცადა ქალაქის თავი მამაპაპისეულ სარწმუნოებაზე დაებრუნებინა „გზასაცდენილი“, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. მაშინ ალექსანდრემ ბრძანა, რომ ივლიტასთვის შვილი წაერთმიათ, მისთვის მიეგვარათ, ქალი კი ხარის ძარღვებით ეცემათ. კვირიკემ ვერ აიტანა დედასთან დაშორება, ქალაქის თავკაცს სახე დაუკაწრა და თან გაიძახოდა, მეც ქრისტიანი ვარო.
გამწარებულმა ალექსანდრემ კვირიკე მიწაზე დაანარცხა, შემდეგ კი ფეხი ჰკრა. ბავშვი კიბეზე დაგორდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ივლიტა კი ერთხანს აწამეს, მერე კი თავი მოჰკვეთეს. დედისა და შვილის ცხედრები ქალაქგარეთ გაიტანეს და მხეცებს საჯიჯგნად მიუყარეს. ღამით ქრისტიანებმა წმინდა ცხედრები მალულად დაკრძალეს.
მუზარადები - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
სამარცხვინო მტრობა ამილახორთა და ერისთავთა: დამპყრობლისთვის ნაფეშქაშარი ერისთავის ცოლი
მოწამე დედა-შვილი IV საუკუნეში, კონსტანტინე დიდის ზეობისას კონსტანტინოპოლში გადაასვენეს მათსავე სახელზე აგებულ ტაძარში. კვირიკეს ხელის მტევნის საქართველოში ჩამოტანის ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მტევანი ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა, მისი დაზიანებისაგან დაცვის მიზნით, სპეციალური ლუსკუმა გააკეთებინა.
რაც შეეხება წმინდა მარინეს, ის პისიდიის ქალაქ ანტიოქიაში წარმართი ქურუმების ოჯახში დაიბადა. დედით ადრე დაობლდა, ამიტომ შვილზე ზრუნვა მამამისმა ძიძას მიანდო. წმინდა ქალწულის გამდელი ქრისტიანი იყო. მან მარინე მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა. როდესაც მამამ შეიტყო, რომ შვილი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისხვით აღივსო და უარი თქვა საკუთარ ასულზე.
ქრისტიანთა დევნისას ანტიოქიის მმართველ ომბირის ბრძანებით 15 წლის ქალწული დაატუსაღეს. ომბირი ბევრს ეცადა, რომ მარინეს ქრისტიანობა დაეგმო და მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის, მაგრამ უშედეგოდ. და მაშინ საწამებლად ჯალათებს მიუგდო. მარინემ არათუ გაუძლო წამებას, არამედ ცოცხალიც გადარჩა და უფრო გაძლიერებულიც გამოვიდა. ამ სასწაულით გაოცებულმა თვითმხილველებმა ქრისტე იწამეს, რამაც კიდევ უფრო გააცოფა ანტიოქიის ეპარქი. მან სასწრაფოდ გასცა ბრძანება, ერთად მოეყარათ თავი ყველა ქრისტიანისათვის და გაეჟლიტათ ისინი. მეორე დღეს 1500-მდე ქრისტიანს გაავლეს მუსრი. მათ შორის იყო წმინდა მარინეც, რომელსაც თავი მოჰკვეთეს.
1204 წლამდე, სანამ ჯვაროსნები კონსტანტინოპოლს აიღებდნენ, წმინდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იყო დაცული. შემდეგ წმინდანი სხვაგან გადაასვენეს, მისი მკლავი კი მოგვიანებით დასავლეთ საქართველოში, ხობის მონასტერში ჩამოაბრძანეს. როდის მოხდა ეს, ცნობილი არ არის, თუმცა XVII საუკუნეში, ლევან მეორე დადიანის მთავრობის დროს ის უკვე ხობის მონასტერში ინახებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური